"ბოჭორიშვილი არც კი დაგველაპარაკა" - დელეგაციის წევრი ოპოზიციიდან, რომელიც "ევრონესტს" ესწრებოდა

21.03.24 13:58
"ბოჭორიშვილი არც კი დაგველაპარაკა" - დელეგაციის წევრი ოპოზიციიდან, რომელიც "ევრონესტს" ესწრებოდა

თამარ კორძაია, რომელიც რეზოლუციის დაინიცირების პროცესში ქართულ დელეგაციასთან ერთად ასამბლეაზე იმყოფებოდა, აცხადებს, რომ რეზოლუციის მომზადება ბოლო წამს გადაწყდა და ამის შესახებ დელეგაციის ხელმძღვანელს, მაკა ბოჭორიშვილს დელეგაციის სხვა წევრებთან არც კი შეუთანხმებია.

ბოლო წამს იქნა ეს მომზადებული. არ იყო შეთანხმებული. დელეგაციის წევრებს არც დაგვლაპარაკებია დელეგაციის ხელმძღვანელი და მეორე ნაწილია ის, რომ მან ვერ მოიპოვა მხარდაჭერა. 10 ხელმოწერა ვერ მოაგროვა ჩვენმა დელეგაციამ იმისათვის, რომ დაენიცირებინა ეს რეზოლუცია. ძალიან მძიმეა ჩვენთვისაც ის, რომ  საქართველოს დელეგაციას არ შეუძლია 110 წარმომადგენლისგან 10 ხელმოწერის შეგროვება. ის, რომ მათი წარუმატებლობა ოპოზიციას უნდა დააბრალონ, ეს ჩვენთვის ახალი ნამდვილად არ არის. რეალობა ის არის, რომ სამწუხაროდ, საქართველოს დელეგაციას ხელსაც არ უწერენ ჩვენი პარტნიორი სახელმწიფოები", - ამბობს თამარ კორძაია.

პარლამენტის ევროინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე 20 მარტს ამტკიცებდა, რომ ბრიუსელში „ევრონესტის“ ასამბლეაზე უკრაინის დელეგაციისა და ქართული ოპოზიციის უარის გამო, საქართველოს, უკრაინისა და მოლდოვის ევროპულ პერსპექტივასთან დაკავშირებით შემუშავებული რეზოლუცია ვერ დაინიცირდა.  

მსგავსი სიახლეები