"საქართველოში ნამდვილი დემოკრატიაა" - სუბარი საერთაშორისო კვლევას არ აღიარებს
"ოცნების" დანაყოფის ლიდერი საერთაშორისო კვლევას არ აღიარებს და ამტკიცებს, რომ საქართველოში ნამდვილი დემოკრატიაა.
"ხალხის ძალის" ლიდერი 2006 წელს იხსენებს და ამბობს, რომ დღეს საქართველოში სულ სხვა მოცემულობაა თავისუფლების და დემოკრატიის კუთხით.
2006 წელი იყო წელი, როდესაც საქართველოში საკუთრების უფლება იყო გაუქმებული. როდესაც ქალბატონ გინტურთან, ნოტარიუსთან რიგები იდგა, ღამის 12 საათზე რომ იწყებოდა, დილის 6 საათზე ხდებოდა ქონებების გადაფორმება სახელმწიფოზე ან სახელმწიფო ჩინოვნიკებზე. სტრასბურგში საშუალოდ მიდიოდა წლის განმავლობაში 600-დან 800-მდე საქმე, ახლა მიდის 60-დან 120-მდე. აი ეს არის რეალური დემოკარატია, როდესაც ყველა ტელევიზია იყო ერთ ხელში, დღეს ვხედავთ, რომ მგონი ტელევიზიებს არანაირი პრობლემა არ გაქვთ და თავისუფლად მაუწყებლობთ", - განაცხადა სუბარმა.
საქართველოში დემოკრატიული პროცესები კრიტიკულ ნიშნულს უახლოვდება - ბერტელსმანის ტრანსფორმაციის ინდექსში ჩვენმა ქვეყანამ 10-დან მხოლოდ 5,79 ქულა მიიღო. კვლევა, რომელშიც ეკონომიკური და პოლიტიკური ტრანსფორმაციის, ასევე საჯარო მმართველობის ინდექსია შეფასებული საქართველო 54-ე ადგილს იკავებს.ჩვენს ქვეყნას ასეთი ცუდი შედეგი 2006 წელსაც კი არ ჰქონია.
უახლესი კვლევა მოიცავს 40 მეტ გვერდს მასში რამდენჯერმეა ნახსენები ბიძინა ივანიშვილი, როპგორც არაფორმალური მამრთველი, რომელიც თუ კულისებიდან ქვეყნის მართვას განაგრძობს, საქართველოსთვის ევროკავშირში გაწევრინების პერსპექტივა ბუნდოვანი დარჩება.
დემოკრატიული ღირებულებები საფრთხის ქვეშაა - წერენ კვლევის ავტორები.