ჩავარდნილი რეზოლუცია - "ოცნება" ხელს უკრაინისკენ იშვერს
"ქართული ოცნების" კრახი საერთაშორისო ასპარეზზე - საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი მამუკა მდინარაძე პასუხისმგებლობას რეზოლუციის ჩავარდნაზე უკრაინას აკისრებს.
მდინარაძე ამბობს, რომ უკრაინის მხრიდან "ქართულ ოცნებას" ბოლო წუთამდე ჰქონდა თანხმობა, რომ რეზოლუციის ინიცირებაზე მათგან თანხმობა იქნებოდა, თუმცა ბოლოს გაირკვა, რომ დოკუმენტზე მათი ხელმოწერა არ არის.
მტკიცებულებები და ფაქტობრივი გარემოებები იმაზე მიუთითებენ, რომ მათ მხარი არ დაუჭირეს, არ გახდნენ ინიციატორები იმ ევრორეზოლუციის, სადაც საქართველოს ევროპულ გზაზე იყო საუბარი.
ბოლო წუთამდე უკრაინელებისგან იყო თანხმობა და ბოლო წუთას აღმოჩნდა, როდესაც შესაბამისი ვადა ამოიწურა ამის დაინიცირების, რომ მეორე დღეს განხილულიყო, რომ უკრაინელები მხარს არ უჭერენ. ხელმოწერა არ არის.
ოპოზიციისგან არა, ოპოზიცია ფიქრობდა, მაგრამ უკრაინელებისგან იყო თანხმობა. მოლდოვას სამი წევრი იყო," - ამბობს მდინარაძე.
ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეამ ივანიშვილის პარტიის რეზოლუციის პროექტი ჩააგდო. საკითხი კენჭისყრამდეც კი ვერ მივიდა. მაკა ბოჭორიშვილი რეზოლუციის ინიცირებისთვის 10 წევრის ხელმოწერა იყო საჭირო, თუმცა "ოცნებამ" ამ ხმების მოგროვებაც ვერ მოახერხა.