სისხლიანი სპეცოპერაცია ჟურნალისტების წინააღმდეგ ხელისუფლების მიერ იყო დაგეგმილი - ინგა გრიგოლია

06.07.21 11:15
სისხლიანი სპეცოპერაცია ჟურნალისტების წინააღმდეგ ხელისუფლების მიერ იყო დაგეგმილი - ინგა გრიგოლია

სისხლიანი სპეცოპერაცია ჟურნალისტების წინააღმდეგ - ინგა გრიგოლია ამბობს, რომ მედიის წარმომადგენლებს ხელისუფლების ორგანიზებით გაუსწორდნენ: 

არ მაქვს იმედი, რომ მოძალადეები დაისჯებიან. 100%-ით დარწმუნებული ვარ, რომ ეს ყველაფერი ხელისუფლების მიერ იყო დაგეგმილი. სისხლიანი სპეცოპერაცია ჟურნალისტების წინააღმდეგ. არც გამკვირვებია, რომ საქმე ადმინისტრაციულით აღიძრა, მაშინ როცა გამოხატული, საშინელი ძალადობა გვაქვს სახეზე.  გავაკეთებთ ყველაფერს იმისთვის, რომ დამნაშავეები დაისაჯონ"- აცხადებს გრიგოლია.

პუტინისტური ჯგუფების პირდაპირი სამიზნე გუშინ მედია იყო. ფიზიკურად გაუსწორდნენ და დაასისხლიანეს 53  ჟურნალისტს - ურტყამდნენ ქვებს, ხელკეტებს, მუშტებს და არბევდნენ აპარატურას. 

გუშინ პირველად მედიაისტორიაში მედიაკომპანიების ხელმძღვანელები იძულებულები გახდნენ, მიეღოთ უპრეცედენტო გადაწყვეტილება და  დაპირისპირებათა ეპიცენტრიდან ჯგუფები გამოეყვანათ. 

მედიაზე ძალადობა პირდაპირ წახალისებული იყო ქვეყნის პრემიერ მინისტრის მხრიდან. აგრესიული ადამიანები ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებამ დილიდან გაამხნევა. მედიას არ იცავდა შს მინისტრი. ვახტანგ გომელაურის თანამშრომლები პირდაპირ უყურებდნენ, როგორ სცემდნენ ჟურნალისტებს საკუთარი პროფესიული მოვალეობის შესრულების დროს.