უნდა მოხდეს მკაცრი რეაგირება წახალისებაზეც - კახა კუჭავა გუშინ მომხდარ ძალადობაზე
პარლამენტის თავმდჯომარე, კახა კუჭავა, ამბობს, რომ გუშინ მომხდარ ძალადობაზე მკაცრი რეაგირება უნდა მოხდეს. კუჭავა ამბობს, რომ მკაცრი რეაგირება ასევე უნდა მოჰყვეს ძალადობის წახალისებასაც, თუმცა მმართველი გუნდის წარმომადგენელი პრემიერ-მინისტრის პასუხისმგებლობას ვერ ხედავს.
გუშინ რაც მოხდა, ერთადერთი სახელი, რაც შეიძლება, დავარქვა, ეს არის მარაზმი. ამაზე უნდა იყოს მკაცრი რეაგირება, წახალისებაზეც მათ შორის", - ამბობს კუჭავა.
შეგახსენებთ, რომ ირაკლი ღარიბაშვილს ძალადობის წახალისებაში ადანაშაულებენ. ღარიბაშვილმა გუშინ განაცხადა, რომ ლგბტ მარში არის ,,ნაცმოძრაობის" მიერ დაგეგმილი მორიგი პროვოკაცია.