ტვ პირველმა კადრების გაშიფვრა დაიწყო - კარვების დარბევის მოწოდება "ალტ ინფოს" დამფუძნებელმა გასცა

06.07.21 11:36
ტვ პირველმა კადრების გაშიფვრა დაიწყო - კარვების დარბევის მოწოდება "ალტ ინფოს" დამფუძნებელმა გასცა

ტვ პირველმა ვიდეოკადრებიდან იმ ადამიანების გაშიფვრა და იდენტიფიცრება დაიწყო, რომლებიც გუშინ ძალადობრივი ქმედებების მონაწილეები იყვნენ. აღმოჩნდა, რომ პირველ მოწოდებას კარვების დარბევასთან დაკავშირებით „ალტ ინფოს“ დამფუძნებელი, ზურაბ მახარაძე, იძლევა, რასაც შემდეგ რუსთაველის გამზირზე განვითარებული აგრესიული ქმედებები და თავდასხმები მოჰყვა. 

აღნიშნული ფაქტი აჩენს ეჭვს, რომ გუშინ განვითარებული მოვლენები იმთავითვე მართული იყო. 

5 ივლისს რუსთაველის გამზირზე რადიკალურმა ჯგუფებმა თბილისი პრაიდის მიერ დაგეგმილი ღირსების მარში გააპროტესტეს. ძალადობრივმა ჯგუფებმა პარლამენტის წინ განლაგებული კარვები დაარბიეს, სცემეს მოქალაქეები. პუტინისტური ჯგუფების პირდაპირი სამიზნე მედია იყო. ფიზიკურად გაუსწორდნენ  53  ჟურნალისტს - ურტყამდნენ ქვებს, ხელკეტებს, მუშტებს და ამტვრევდნენ აპარატურას. 

აგრესიული ადამიანები საკუთარი განცხადებით პრემიერ-მინისტრმა კიდევ უფრო წაახალისა,  მედიას არც შს მინისტრი იცავდა.