მთავარი დამნაშავე დავალების გამცემი "ქართული ოცნებაა" - გიორგი ვაშაძე

06.07.21 11:56
მთავარი დამნაშავე დავალების გამცემი "ქართული ოცნებაა" - გიორგი ვაშაძე

ძალადობრივი სპეცოპერაცია, რომელსაც „ქართული ოცნება“ ხელმძღვანელობდა, - ასე აფასებს „სტრატეგია აღმაშენებელის“ ლიდერი გუშინ რუსთაველის გამზირზე განვითარებულ მოვლენებს.  გიორგი ვაშაძე ფიქრობს, რომ ხელისუფლება ჯოხს რამდენი ადამიანზე გადატეხავს, რადგან ბევრის დაკავების შემთხვევაში შესაძლოა, მათი მხრიდან დანაშაულში მხილებული გახდნენ. 

ეს იყო კარგად დაგეგმილი ძალადობრივი სპეცოპერაცია, რომელსაც ხელმძღვანელობდნენ „ქართული ოცნების“ ლიდერები. მათ კონკრეტული დავალებები გაუნაწილეს კონკრეტულ პირებს, ვინ უნდა დასხმოდა მედიასაშუალებებს, ვინ უნდა დასხმოდა დემონსტრანტებს, ვინ უნდა შევარდნილიყო კონკრეტულ ოფისებში. ეს იყო სწორი, ტაქტიკური სვლებით დაგეგმილი ოპერაცია, შესაბამისად, შეეცდებიან, რომ რამდენიმე ადამიანზე გადატეხონ ეს პროცესი, იმიტომ, რომ თუ ბევრი დაიჭირეს, მერე ისინი ხმას ამოიღებენ და იტყვიან, რომ დავალება მიიღეს „ქართული ოცნების“ მხრიდან. მთავარი დამნაშავე ის ადამიანი კი არ არის, არამედ დავალების გამცემია მთავარი დამნაშავე და დავალების გამცემია „ქართული ოცნება“, - აცხადებს გიორგი ვაშაძე.