რა დაგიშავათ ემიგრანტებმა? - ვაშაძე დარჩიაშვილს
რა დაგიშავათ ემიგრანტებმა? - ამ კითხვით მიმართა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე "სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერმა გიორგი ვაშაძემ საქართველოს საგარეო საქმეტა მინისტრს, რონმელიც საკანონმდებლო ორგანოში ინტერპელაციის წესით დეპუტატების დასმულ კითხვებს პასუხობს.
ვაშაძემ ასევე ხაზი გაუსვა იმ ეკონომიკური სიდუხჭირეს, რის გამოც მშობლები შვილებს ტოვებენ და სარჩო-საბადებლის საშოვნელად საზღვარგარეთ უწევთ იძლებით წასვლა.
საგარეო საქმეთა მინისტრს მინდა დავუსვა მთავარი კითხვა - რა დაგიშავათ ემიგრანტებმა? მართლა რა დაგიშავეს ემიგრანტებმა? 800 ათასზე მეტი ჩვენი თანამემამულე იძლებული გახდა 2012 წლის შემდგომ ქვეყნიდან წასულიყო, იმიტომ, რომ შემოსავალი არ აქვს, სამუშაო არ აქვს. ფასების ზრდის პირობებში უბრალოდ ოჯახს ვერ არჩენენ და წავიდნენ ადამიანები იმისთვის, რომ რაღაცა სარჩო-საბადებელი იშოვონ და მათ შვილებს გადმოურიცხონ. მილიარდები შემოდის აქედან საქართველოს ეკონომიკაში და ეს არ არის კარგი. ადამიანები თავიანთ შვილებს ტოვებენ და შვილები მშობლების გარეშე იზრდებიან", - ამბობს ვაშაძე.
მსგავსი სიახლეები
ახმეტელ ექიმს, არჩევნებში მონაწილეობა 5 წლით აეკრძალა, რადგან კარგად გამოჩნდა, რომ საზოგადოებრივი ავტორიტეტია - ნიკა გვარამია
ახმეტელ ექიმს, არჩევნებში მონაწილეობა 5 წლით აეკრძალა, რადგან კარგად გამოჩნდა, რომ საზოგადოებრივი ავტორიტეტია და ისიც გასაგები გახდა, რომ სწორედ ამის გამო გაუჩალიჩეს „დანაშაული“ - წერს გვარამია
იმას თუ გააფორმებს სასამართლო, რაც „ოცნებას“ სურს, სახელმწიფო გამოუსწორებელ ზიანს მიიღებს - ბადრი ჯაფარიძე
საზოგადოების წარმომადგენლებსა და ჩვენს შორის სრული თანხვედრაა იმაზე, რომ პარტიების გაუქმების პროცესი არის თავისუფალი სამყაროს წინააღმდეგ მიმართული - ამბობს ოპოზიციის ლიდერი