კახა კალაძე ოპოზიციაზე: ისინი არიან ქვეყნის მტრები
"ეს მეტყველებს იმაზე, რომ ეს ადამიანები არ მოქმედებენ ქვეყნის ინტერესების შესაბამისად, ისინი არიან ამ ქვეყნის, პირდაპირ ვთქვათ, მტრები“, - ამ განცხადებას თბილისის მერი აკეთებს და ეხმაურება "ევრონესტში" საქართველოსთან დაკავშირებული რეზოლუციის პროექტის ჩავარდნას.
ეს მეტყველებს იმაზე, რომ ეს ადამიანები არ მოქმედებენ ქვეყნის ინტერესების შესაბამისად, ისინი არიან ამ ქვეყნის, პირდაპირ ვთქვათ, მტრები და ეს ბევრ კონკრეტულ საქმეში გამოიხატა. ყველამ კარგად ვიცით, რომ კაბინეტებში დარბოდნენ და სხვათა შორის, ეგ ამბავი თვითონ გამოიტანეს, რადგან ზოგიერთმა უხერხულობა იგრძნო იმიტომ, რომ ამ ქვეყანაში ცხოვრობს თავისი ოჯახით, შვილებით და ყველას უნდა ამ ქვეყნის ევროპული მომავალი. მაგრამ იყვნენ კონკრეტული პოლიტიკური პარტიები, პოლიტიკოსები, რომლებიც დარბოდნენ იმისთვის, რომ ქვეყანას კანდიდატის სტატუსი არ მიეღო. იგივე ხდებოდა ვიზალიბერალიზაციასა და ასოცირების ხელშეკრულებასთან დაკავშირებით.
ეს ადამიანები არ მოქმედებენ ქვეყნის ინტერესებით, მათ ჰყავთ კონკრეტული პატრონები და ასრულებენ შესაბამის დავალებებს, რომელიც პირდაპირ წინააღმდეგობაში მოდის ქართულ საქმესთან და საქართველოს ინტერესებთან“, - განაცხადა კახა კალაძემ.
მსგავსი სიახლეები
ახმეტელ ექიმს, არჩევნებში მონაწილეობა 5 წლით აეკრძალა, რადგან კარგად გამოჩნდა, რომ საზოგადოებრივი ავტორიტეტია - ნიკა გვარამია
ახმეტელ ექიმს, არჩევნებში მონაწილეობა 5 წლით აეკრძალა, რადგან კარგად გამოჩნდა, რომ საზოგადოებრივი ავტორიტეტია და ისიც გასაგები გახდა, რომ სწორედ ამის გამო გაუჩალიჩეს „დანაშაული“ - წერს გვარამია
იმას თუ გააფორმებს სასამართლო, რაც „ოცნებას“ სურს, სახელმწიფო გამოუსწორებელ ზიანს მიიღებს - ბადრი ჯაფარიძე
საზოგადოების წარმომადგენლებსა და ჩვენს შორის სრული თანხვედრაა იმაზე, რომ პარტიების გაუქმების პროცესი არის თავისუფალი სამყაროს წინააღმდეგ მიმართული - ამბობს ოპოზიციის ლიდერი