"მხოლოდ პროვოკაცია გინდათ, ემიგრანტებს პასუხს ვერ სცემთ" - ხმაური და დაპირისპირება პარლამენტში

22.03.24 14:16
"მხოლოდ პროვოკაცია გინდათ, ემიგრანტებს პასუხს ვერ სცემთ" - ხმაური და დაპირისპირება პარლამენტში

 

დაპირისპირება პარლამენტში - ხმაური საკანონმდებლო ორგანოში გიორგი ვაშაძის განცხადებას მოჰყვა, რომელმაც სიტყვით გამოსვლისას მმართველ გუნდს იმ ემიგრანტების სია წარუდგინა, რომლებსაც ოპოზიციონერი ლიდერის თქმით, საზღვარგარეთ საკონსულოებში არ არეგისტრირებენ.

არ გაინტერესებთ ხომ ემიგრანტების ბედი - აი ეს არის ანტისახელმწიფოებრივი საქმე. მამუკა, პირადად გისვამ კითხვას, რატომ არ ატარებს ემიგრაციაში მყოფ ხალხს საკონსულო აღრიცხვაზე საგარეო საქმეთა სამინისტრო. 52 განაცხადიდად ბოლო ერთ თვეში არც ერთი არ აქვს საკონსულოს რეგისტრირებული. არ გინდათ კითხვაზე პასუხის აგცემა, მხოლოდ პროვოკაცია გინდათ, პროვოკაციაზე ევრ წამომაგებთ. გადაშალე საქართველოს მოქალაქეების ხელმოწერებია, ზუსტად ეგ არის, ხალხს პასუხის ვერ სცემთ, ემიგრანტები არ გაინტერესებთ", - განაცხადა ვაშაძემ.

„რამდენს ლაპარაკობს ეს მოღალატე. ვერ ხვდები, რომ მოღალატე ხარ? რამდენს გიხდიან ქვეყნის ღალატისთვის, თუ უფასოდ ღალატობ? შენ ხარ ტიპური კლასიკური მოღალატე, ნაძირალა, არაკაცი“, - ისმოდა გაბრაზებული დაჩი ბერაია რეპლიკები დარბაზიდან გიორგი ვაშაძის მიმართულებით.

ხმაურის ფონზე საქმეში უმრავლესობის ლდიერი ჩაერთო. მამუკა მდინარაძემ ვაშაძისგან სია მოითხოვა და ის სიცრუეში დაადანაშაუალა.

მდინარაძესთან მომხდარი დაპირისპირების შემდეგ, გიორგი ვაშაძემ საგარეო საქმეთა მინისტრს მიმართა და მოსთხოვა დაედასტურებინა ინფორმაცია, რომ მისგან მართლაც შეუვიდა სია ადამიანების გვარებითა და სახელებით.

დაგვიანებულ საკონსულო აღრიცხვაზე ჩემგან წერილი შემოგივიდათ თუ არა სახელებით და გვარებით? ხომ შემოგივიდათ? უთხარით მერე აგერ პარლამენტარებს, რომ სამწუხაროდ, არ ატარებთ რეგისტრაციაში ხალხს საკონსულო აღრიცხვაზე. რატო ყვირით ხალხო? გამოდით და მითხარით, რატომ არ გასცა ამ წერილს პასუხი? - განაცხადა ვაშაძემ, რის შემდგეაც ოპოზიციონერ ლიდერს პარლამენტის თავმჯდომარემ მიკროფონი გაუთიშა.

 

მსგავსი სიახლეები