"მანჰეტენზე სასეირნოთ არ ჩამოვსულვართ" - ემიგრანტების ხმოვანი გზავნილები სხდომათა დარბაზში ბოკუჩავამ გაუშვა
ემიგრანტების პრობლემები საზღვარგარეთ - ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ სხდომათა დარბაზში საგარეო საქმეთა მინისტრს და „ქართული ოცნების“ დეპუტატებს ემიგრანტების ხმოვანი გზავნილები მოასმენინა.
ჩანაწერებში ემიგრანტები საუბრობენ იმ მიზეზებზე, რის გამოც წლებია, საქართველოს დატოვება მოუწიათ.
ვიმყოფები ემიგრაციაში 2012 წლიდან და მინდა გითხრათ, რომ არცერთი ემიგრანტი არ არის თავის ნებასურვილით აქ ჩამოსული, ყველა ვართ საშოვარზე გადახიზნულები, იმედია, ახლო მომავალში გამოჩნდება გზა შინ დაბრუნების," - ამბობს ერთ-ერთი ემიგრანტი.
ჩვენ აქ მანჰეტენზე სასეირნოთ არ ჩამოვსულვართ, იმიტომ, ვმუშაობთ, რომ საქართველოში ჩვენი ოჯახის წევრები დავაპუროთ. საქართველოში ქართველებს არ დაედგომებათ,“ - ამბობს ერთ-ერთი ემიგრანტი.
მსგავსი სიახლეები
ახმეტელ ექიმს, არჩევნებში მონაწილეობა 5 წლით აეკრძალა, რადგან კარგად გამოჩნდა, რომ საზოგადოებრივი ავტორიტეტია - ნიკა გვარამია
ახმეტელ ექიმს, არჩევნებში მონაწილეობა 5 წლით აეკრძალა, რადგან კარგად გამოჩნდა, რომ საზოგადოებრივი ავტორიტეტია და ისიც გასაგები გახდა, რომ სწორედ ამის გამო გაუჩალიჩეს „დანაშაული“ - წერს გვარამია
იმას თუ გააფორმებს სასამართლო, რაც „ოცნებას“ სურს, სახელმწიფო გამოუსწორებელ ზიანს მიიღებს - ბადრი ჯაფარიძე
საზოგადოების წარმომადგენლებსა და ჩვენს შორის სრული თანხვედრაა იმაზე, რომ პარტიების გაუქმების პროცესი არის თავისუფალი სამყაროს წინააღმდეგ მიმართული - ამბობს ოპოზიციის ლიდერი