მიხეილ ყაველაშვილი გიორგი ვაშაძეს: უნდა გაგხიოს ცემით კაცმა, არაკაცო!
"უნდა გაგხიოს ცემით კაცმა, შე არაკაცო," - ამ სიტყვებით მიმართა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა მიხეილ ყაველაშვილმა "სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერს გიორგი ვაშაძეს.
ყაველაშვილი სიტყვიერად დაუპირისპირდა „სტრატეგია აღმაშენებლის“დეპუტატებს - გიორგი ვაშაძეს და პაატა მანჯგალაძესაც და მათ „მოღალატე“ და „არაკაცი“ უწოდა.
უნდა გაგხიოს ცემით კაცმა, შე არაკაცო... იმდენი კაცობა არ გეყოთ, რომ ბოდიში მაინც მოგეხადათ“, - მიმართა მიხეილ ყაველაშვილმა გიორგი ვაშაძეს.
გარდა გიორგი ვაშაძის მიმართ შეურაცხმყოფელი განცხადებებისა, მიხეილ ყაველაშვილმა რამდენჯერმე მიმართ ფრაქცია "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარესაც.
"არ მოგცემ საშუალებას საზოგადოებას ასე დავარცხნილად ესაუბრო- მეგის ქარდავას თანაპარტიელი ხარ!" - ამ სიტყვებით კი ყაველაშვილმა მიმართა ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარეს, თინა ბოკუჩავას.
ემიგრაციის პრობლემებზე საუბრის დროს, ბოკუჩავას ყაველაშვილმა ადგილიდან რამდენჯერმე მიმართა, რომ მისი პარტიის კისერზეა სანდრო გირგვლიანის და რობაქიძის საქმეები.
ყაველაშვილი, ასევე სიტყვიერად დაუპირისპირდა დეპუტატ თაკო ჩარკვიანს.
მსგავსი სიახლეები
ახმეტელ ექიმს, არჩევნებში მონაწილეობა 5 წლით აეკრძალა, რადგან კარგად გამოჩნდა, რომ საზოგადოებრივი ავტორიტეტია - ნიკა გვარამია
ახმეტელ ექიმს, არჩევნებში მონაწილეობა 5 წლით აეკრძალა, რადგან კარგად გამოჩნდა, რომ საზოგადოებრივი ავტორიტეტია და ისიც გასაგები გახდა, რომ სწორედ ამის გამო გაუჩალიჩეს „დანაშაული“ - წერს გვარამია
იმას თუ გააფორმებს სასამართლო, რაც „ოცნებას“ სურს, სახელმწიფო გამოუსწორებელ ზიანს მიიღებს - ბადრი ჯაფარიძე
საზოგადოების წარმომადგენლებსა და ჩვენს შორის სრული თანხვედრაა იმაზე, რომ პარტიების გაუქმების პროცესი არის თავისუფალი სამყაროს წინააღმდეგ მიმართული - ამბობს ოპოზიციის ლიდერი