უკვე გაითავისეს, რომ ძველს შეცვლის ახალი და "ახალი" გაარღვევს მოჯადოებულ წრეს და შეცვლის მოცემულობას - მელია
"მათაც უკვე გაითავისეს ჩემი აზრით, რომ ძველს შეცვლის ახალი და არათუ ბარიერს ვერ გადალახავს პარტია „ახალი“ საარჩევნო ნომერი 4-ით, არამედ გაარღვევს იმ მოჯადოებულ წრეს, გაარღვევს ჯებირს და შეცვლის მოცემულობას," - ასე პასუხობს "ქართული ოცნების" იერიშს "ახალის" თანათავმჯდომარე ნიკა მელია.
ნიკა მელიას არ უკვირს, რომ "ქართული ოცნების" დეპუტატები ნერვიულობენ საარჩევნო შედეგებზე, რადგან მათ ამომრჩეველი უკვე დაკარგული ჰყავთ.
აქ საწყენი არის შემდეგი, რომ რამდენიმე ოპოზიციური პარტია, განსაკუთრებით ნაციონალური მოძრაობაც და ქართული ოცნებაც ერთ მესიჯბოქსში ზის - „ქართული ოცნება“ იძახის, რომ ბარიერს ვერ გადალახავს პარტია „ახალი“ და იგივეს იმეორებს ნაციონალური მოძრაობა, რომ ბარიერს ვერ გადალახავს პარტია ახალი. „ქართული ოცნება“ საუბრობს, რომ ყველა არის ნაციონალური მოძრაობა და ნაციონალური მოძრაობაც საუბრობს, რომ ყველა არის ნაციონალური მოძრაობა და თითქოს, ისინი არიან ნამდვილი ნაციონალური მოძრაობა და სხვები არიან კლონები. არც ერთი ვართ და არც მეორე. ქართული ოცნება არის ბიძინა ივანიშვილი, კალაძე, ღარიბაშვილი, ნაციონალური მოძრაობა არის მიხეილ სააკაშვილის, ვანო მერაბიშვილის და დათო კეზერაშვილის, ეს არის სიმართლე და ჩვენ არაფერი მათთან არ გვაკავშირებს და პარტია ახალი საარჩევნო ნომრით 4 ემზადება გამარჯვებისთვის,“ - განაცხადა ნიკა მელიამ.