ბაქიბუქით გადაფაროს თავისი ძლიერი შიში - ნაცვლიშვილის პასუხი "ოცნებას"
"ავტორიტარული განცხადებების უკან სინამდვილეში დგას შეშინებული ხელისუფლება, რომელსაც ძალიან ეშინია ხელისუფლების დაკარგვის," - ამ განცხადებას "ლელოს" დეპუტატი ანა ნაცვლიშვილი აკეთებს და "ქართული ოცნების" რიტორიკას აფასებს, სადაც ცდილობენ საზოგადოება დააჯერონ, რომ 2024 წლის არჩევნებში მმართველი პარტია უალტერნატივოა.
როგორც ანა ნაცვლიშვილი ამბობს, ხელისუფლება მსგავსი განცხადებებით ცდილობს შიშის დაფარვას.
ეს არ არის ხელისუფლება, რომელიც ევროპულ ღირებულებებს იზიარებს და ევროპული გეზით წაიყვანს ქვეყანას, ასეთი განცხადებები ახასიათებს რუსეთს და რუსული ტიპის მმართველობით მართულ სახელწიფოებს. ავტორიტარული განცხადებების უკან სინამდვილეში დგას შეშინებული ხელისუფლება, რომელსაც ძალიან ეშინია ხელისუფლების დაკარგვის და ცდილობს, ბაქიბუქით გადაფაროს თავისი ძლიერი შიში,“ - ამბობს ანა ნაცვლიშვილი
"„ქართლი ოცნების“ მხარდაჭერა 60%-ის ფარგლებშია, „ნაციონალური მოძრაობის“ 15%-ის ფარგლებში. სხვა პარტიებს ბარიერის გადალახვის პრობლემა აქვთ" - ამ განცხადებას პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი აკეთებს.
მსგავსი სიახლეები
ახმეტელ ექიმს, არჩევნებში მონაწილეობა 5 წლით აეკრძალა, რადგან კარგად გამოჩნდა, რომ საზოგადოებრივი ავტორიტეტია - ნიკა გვარამია
ახმეტელ ექიმს, არჩევნებში მონაწილეობა 5 წლით აეკრძალა, რადგან კარგად გამოჩნდა, რომ საზოგადოებრივი ავტორიტეტია და ისიც გასაგები გახდა, რომ სწორედ ამის გამო გაუჩალიჩეს „დანაშაული“ - წერს გვარამია
იმას თუ გააფორმებს სასამართლო, რაც „ოცნებას“ სურს, სახელმწიფო გამოუსწორებელ ზიანს მიიღებს - ბადრი ჯაფარიძე
საზოგადოების წარმომადგენლებსა და ჩვენს შორის სრული თანხვედრაა იმაზე, რომ პარტიების გაუქმების პროცესი არის თავისუფალი სამყაროს წინააღმდეგ მიმართული - ამბობს ოპოზიციის ლიდერი