გუშინ პოლიციის უმოქმედობის შემდეგ ღარიბაშვილი ამბობს, რომ ძალადობას გმობს

06.07.21 12:00
გუშინ პოლიციის უმოქმედობის შემდეგ ღარიბაშვილი ამბობს, რომ ძალადობას გმობს

ყოვლად მიუღებელია ის ძალადობა, რაც გუშინ ვიხილეთ. მინდა, ეს ფაქტი საჯაროდ დავგმო, - ასეთია პრემიერ ღარიბაშვილის განცხადება დღეს, რომელმაც პუტინისტურ ძალებს გუშინ ძალადობაზე ფაქტობრივად მწვანე შუქი აუნთო. 

ღარიბაშვილი ირწმუნება, რომ ყველა პირის იდენტიფიცირება მოხდება:

კატეგორიულად მიუღებელია ის, რაც მოხდა. ჟურნალისტებზე ძალადობა არის მიუღებელი და დასაგმობი. პოლიცია მუშაობს აქტიურად. დილით დააკავეს სამი პირი. გუშინაც რამდენიმე პირი დააკავეს ადმინისტრაციული წესით. ყველა პირის იდენტიფიცირება მოხდება და დაისჯება ყველა, ვინც ეს ძალადობა ჩაიდინა“,- განაცხადა ღარიბაშვილმა.

მსგავსი სიახლეები