პაატა მანჯგალაძე: ვეკითხები საგარეო საქმეთა მინისტრს და უმრავლესობის წევრებს, უცხოეთში 50 საარჩევნო უბანზე როგორ უნდა მიიღოს არჩევნებში მონაწილეობა 1მლნ ადამიანმა?
“პირველი უსამართლობა არის ის, რომ სიღარიბის, უმუშევრობის, მაღალი ფასების გამო ადამიანებს არ შეუძლიათ სამშობლოში დარჩენა, რაზეც პასუხისმგებელი საქართველოს მთავრობაა”, - ამის შესახებ “სტრატეგია აღმაშენებლის” გენერალურმა მდივანმა პაატა მანჯგალაძემ განაცხადა.
მანჯგალაძის თქმით, რეალურად პრობლემა არის ის, რომ „ქართული ოცნების“ წევრები ყველაფერს ვიწრო პარტიულ ჭრილში ხედავენ და ვერ გრძნობენ, რომ ეს არის ეროვნული მასშტაბის საკითხი და უმნიშვნელოვანესია ემიგრანტებს ჰქონდეთ არჩევნებში ხმის მიცემის უფლება.
ის, რომ ჩვენს ემიგრანტებს არ ეძლევათ არჩევნებში მონაწილეობის მიღების უფლება, არის ორმაგი უსამართლობა.
პირველი უსამართლობა არის ის, რომ სიღარიბის, უმუშევრობის, მაღალი ფასების გამო ადამიანებს არ შეუძლიათ სამშობლოში დარჩენა, რაზეც პასუხისმგებელი საქართველოს მთავრობაა. და მეორე უსამართლობაა, რომ ხელისუფლება მათ არ აძლევთ არჩევნებში მონაწილეობის უფლებას.
ვეკითხები საგარეო საქმეთა მინისტრს და უმრავლესობის წევრებს, უცხოეთში გახსნილ 50 საარჩევნო უბანზე როგორ უნდა მიიღოს არჩევნებში მონაწილეობა 1 მილიონმა ადამიანმა? - ელემენტალური მატემატიკაა რომ 1 მილიონი ადამიანი ვერ გადანაწილდება 50 უბანზე.
რეალურად პრობლემა არის ის, რომ „ქართული ოცნების“ წევრები ყველაფერს ვიწრო პარტიულ ჭრილში ხედავენ და ვერ გრძნობენ, რომ ეს არის ეროვნული მასშტაბის საკითხი და უმნიშვნელოვანესია ემიგრანტებს ჰქონდეთ არჩევნებში ხმის მიცემის უფლება.
მინდა ვუთხრა „ქართულ ოცნებას“ , მიუხედავად იმისა გაითვალისწინებენ თუ არა ისინი ამ საკითხს, ცვლილებების დრო მოსულია და ძალიან მალე ისინი ოპოზიციაში გადავლენ” - განაცხადა მანჯგალაძემ.
მსგავსი სიახლეები
ახმეტელ ექიმს, არჩევნებში მონაწილეობა 5 წლით აეკრძალა, რადგან კარგად გამოჩნდა, რომ საზოგადოებრივი ავტორიტეტია - ნიკა გვარამია
ახმეტელ ექიმს, არჩევნებში მონაწილეობა 5 წლით აეკრძალა, რადგან კარგად გამოჩნდა, რომ საზოგადოებრივი ავტორიტეტია და ისიც გასაგები გახდა, რომ სწორედ ამის გამო გაუჩალიჩეს „დანაშაული“ - წერს გვარამია
იმას თუ გააფორმებს სასამართლო, რაც „ოცნებას“ სურს, სახელმწიფო გამოუსწორებელ ზიანს მიიღებს - ბადრი ჯაფარიძე
საზოგადოების წარმომადგენლებსა და ჩვენს შორის სრული თანხვედრაა იმაზე, რომ პარტიების გაუქმების პროცესი არის თავისუფალი სამყაროს წინააღმდეგ მიმართული - ამბობს ოპოზიციის ლიდერი