არანაირი თეორიული შანსიც არ არსებობს, რომ არ დაგვარეგისტრირონ - მორგოშია
"ვიღაცისთვის შეიძლება პრორუსები ვართ, ვიღაცისთვის ტერორისტები, მაგრამ ჩვენ ვართ პროქართული პოლიტიკური ძალა და სხვებისგან განსხვავებით ჩვენით ვაგროვებთ ხელმოწერებს და არ გვიგროვებენ სპეცსამსახურები", - ამ განცხადებას "პირველებთან" "ალტ ინფოს" ლიდერი კოკა მორგოშია აკეთებს.
მორგოშია "ალტ ინფოს" მიერ საარჩევნოდ რეგისტრაციისთვის ცესკოში ხელმოწერების მიტანაზე საუბრობს და ამბობს, რომ "თეორიული შანსიც არ არსებობს, რომ არ დაგვარეგისტრირონ".
ერთ თვეში ჩავაბარეთ 50 ათასზე მეტი ხელმოწერა, შეგვეძლო მეტიც ჩაგვებარებინა, მაგალითად, 100 ათასი ან მეტი, ძალიან დიდ მხარდაჭერას ვგრძნობ ხალხში. არანაირი თეორიული შანსიც არ არსებობს, რომ არ დაგვარეგისტრირონ, არ არსებობს არაფერი მსგავსი. ხელმოწერები არის ნამდვილი, კარდაკარ შეაგროვეს ჩვენმა მხარდამჭერებმა ენთუზიაზმზე და ყოველგვარი ფინანსური მხარდაჭერის გარეშე. ჩვენი მხარდამჭერი ასი ათასობით არის და მხარს გვიჭერენ, ვიღაცისთვის შეიძლება პრორუსები ვართ, ვიღაცისთვის ტერორისტები, მაგრამ ჩვენ ვრთ პროქართული პოლიტიკური ძალა და სხვებისგან განსხვავებით ჩვენით ვაგროვებთ ხელმოწერებს და არ გვიგროვებენ სპეცსამსახურები,“ - ამბობს კოკა მორგოშია.
მსგავსი სიახლეები
ახმეტელ ექიმს, არჩევნებში მონაწილეობა 5 წლით აეკრძალა, რადგან კარგად გამოჩნდა, რომ საზოგადოებრივი ავტორიტეტია - ნიკა გვარამია
ახმეტელ ექიმს, არჩევნებში მონაწილეობა 5 წლით აეკრძალა, რადგან კარგად გამოჩნდა, რომ საზოგადოებრივი ავტორიტეტია და ისიც გასაგები გახდა, რომ სწორედ ამის გამო გაუჩალიჩეს „დანაშაული“ - წერს გვარამია
იმას თუ გააფორმებს სასამართლო, რაც „ოცნებას“ სურს, სახელმწიფო გამოუსწორებელ ზიანს მიიღებს - ბადრი ჯაფარიძე
საზოგადოების წარმომადგენლებსა და ჩვენს შორის სრული თანხვედრაა იმაზე, რომ პარტიების გაუქმების პროცესი არის თავისუფალი სამყაროს წინააღმდეგ მიმართული - ამბობს ოპოზიციის ლიდერი