საქართველოს უფრო კრიტიკულად უდგებიან, ვიდრე უკრაინასა და მოლდოვას, მაგრამ არ გვწყინს - მდინარაძე
როდესაც ყველა პარამეტრით შენს უკან მყოფ ქვეყნებს აქებენ და შენ - არა, ეს გარკვეული ტენდენციაა... საქართველოს უფრო კრიტიკულად უდგებიან, ვიდრე უკრაინასა და მოლდოვას, მაგრამ არ გვწყინს - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.
მდინარაძის თქმით, საქართველოში დემოკრატიულ არჩევნებს ჩაატარებენ და ამის შემდეგ, თუ გადაწყვეტენ, რომ მოლაპარაკება სხვას გაეხსნას და საქართველოს არა, ეს უსამართლო გადაწყვეტილება იქნება ევროკავშირის მხრიდან.
„უფრო შეაქეს მოლდოვა და უკრაინა, რომელიც საქართველოზე უკან არიან რეფორმებით და ისევ არ შეაქეს საქართველო. თქვეს, რომ პროგრესი მნიშვნელოვანია. როდესაც ყველა პარამეტრით შენს უკან მყოფ ქვეყნებს აქებენ და შენ - არა, ეს გარკვეული ტენდენციაა. ამას საკუთარი საფუძვლები აქვს და ზუსტად იგივე საფუძვლები აქვს, რასაც თქვენ ახლა გაიფიქრებთ, როდესაც მე საფუძვლად დავასახელებ იმას, როდესაც წელიწად ნახევრის წინ კანდიდატის სტატუსი წინ მყოფ ქვეყანას არ მიენიჭა. იგივე მოცემულობასთან გვაქვს საქმე. მაგრამ ეს ჩვენ არ გვწყინს. ჩვენ მიმართ უფრო კრიტიკული მიდგომა გასაგებია, მივიღებთ. უკრაინა ომშია, გასაგებია. მათ ე.წ „ფორა“, ბონუსი უნდა ჰქონდეს. არ გვწყინს გულწრფელად, გინდ დაიჯერეთ გინდ არა. უკრაინა საომარ მდგომარეობაში რომ არ იყოს, კორუფციის ხარისხზე, დემოკრატიის ინდექსზე, უფლებებზე, ტელევიზიებზე, მედიებზე, ცალ-ცალკე ვილაპარაკებდი. დღეს ამაზე საუბარი არ მინდა. მოლდოვაზე საუბარი საერთოდ არ მაქვს, ჩვენი მეგობარი ქვეყანაა, მაგრამ შედარებითი თუ არის ყველაფერი, შედარებასაც ვერ გააკეთებთ, იმდენად წინ ვართ ყველა კრიტერიუმით. ხერხდება ხოლმე, რომ საქართველოში უფრო კრიტიკულად მიუდგნენ ხელისუფლებას, ვიდრე უკრაინაში. კარგია, არ გვწყინს, იყოს ასე. მოლაპარაკების ეტაპზე გადასვლას საფრთხე შეექმნება თუ სუბიექტური, არასამართლიანი და ისეთი გადაწყვეტილება გამოვა, რომელიც საქართველოს დაჩაგრავს. ჩვენ არჩევნების ტესტსაც ძალიან მაგრად ჩავაბარებთ, გარანტიას გაძლევთ ამის, ამ პუნქტსაც მოვნიშნავთ მწვანედ. ცესკო რაც არ უნდა აშავოთ, ვერაფერს ვერ მოუხერხებთ, იმდენად დემოკრატიული არჩევნები გვექნება. ამის შემდეგ, თუ ვიღაცას აზრიც კი გაუჩნდება, რომ მოლაპარაკება სხვას გაეხსნას და საქართველოს არა, ეს იქნება უფრო უსამართლო გადაწყვეტილება, ვიდრე როცა საქართველოს მხოლოდ პერსპექტივა მიენიჭა და კანდიდატის სტატუსი არა“, - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.
ცნობისთვის, ევროპულმა საბჭომ საბჭოს ორდღიანი სამიტის პირველი დღის დასრულების შემდეგ დასკვნა გამოაქვეყნა, სადაც აღნიშნულია, რომ „ევროპული საბჭო მიესალმება უკრაინისა და მოლდოვას რესპუბლიკის პროგრესს ევროკავშირის გზაზე აუცილებელი რეფორმების კუთხით წინსვლის საქმეში. ევროპული საბჭო ყურადღებას აპყრობს საქართველოს მიმდინარე ძალისხმევას და ქვეყანას პრიორიტეტული რეფორმების კუთხით წინსვლისკენ მოუწოდებს“.
მსგავსი სიახლეები
ახმეტელ ექიმს, არჩევნებში მონაწილეობა 5 წლით აეკრძალა, რადგან კარგად გამოჩნდა, რომ საზოგადოებრივი ავტორიტეტია - ნიკა გვარამია
ახმეტელ ექიმს, არჩევნებში მონაწილეობა 5 წლით აეკრძალა, რადგან კარგად გამოჩნდა, რომ საზოგადოებრივი ავტორიტეტია და ისიც გასაგები გახდა, რომ სწორედ ამის გამო გაუჩალიჩეს „დანაშაული“ - წერს გვარამია
იმას თუ გააფორმებს სასამართლო, რაც „ოცნებას“ სურს, სახელმწიფო გამოუსწორებელ ზიანს მიიღებს - ბადრი ჯაფარიძე
საზოგადოების წარმომადგენლებსა და ჩვენს შორის სრული თანხვედრაა იმაზე, რომ პარტიების გაუქმების პროცესი არის თავისუფალი სამყაროს წინააღმდეგ მიმართული - ამბობს ოპოზიციის ლიდერი