"ოცნება" ემიგრაციის რომანტიზების რეჟიმზე გადავიდა - ოდიშარიამ ამერიკის კლასიკური ბალეტის ფუძემდებელიც კი გაიხსენა
"ქართული ოცნება" ემიგრაციის რომანტიზების რეჟიმზე გადავიდა. სახელისუფლებო პარტია ამტკიცებს, რომ ქვეყნიდან გაჭირვების გამო გაქცეულიი ხალხი, საზღვრებს გარეთ სხვა მიზნებით ცხოვრობენ. ბექა ოდიშარიამ დღეს სხვა ეპოქასა და სხვა მოცემულობაში დაბადებული ადამიანების სახელები და გვარები ჩამოთვალა, ვინც თავის დროზე ქვეყანა განათლების მიღების გამო დატოვა: ილია ჭავჭავაძე, აკაკი წერეთელი, ივანე ჯავახიშვილიი და ასე შემდეგ.
საქმე იქამდე მივიდა, რომ დეპუტატმა ოდიშარიამ ამერიკის კლასიკური ბალეტის ფუძემდებელიც კი გაიხსენა. ისაუბრეს ყველაფერზე გარდა დღევანდელი მოცემულობის და გაჭირვებისა.
რაც შეეხება დღევანდელ წარმოდგენას, პერფომანსს, სახელწოდებით ინტერპელაცია, მას წარმოგვიდგენენ დარგის ნეგატიური რეკორდსმენები, რომელთა სინდისზეა და მათ მმართველობის პერიოდზე მოდის 2003-2024 წლებში გასული ადამიანების, ჩვენი ქართველების სრული რაოდენობის ორი მესამედი. გასული მხოლოდ, თუ გაქცეული და დატერორებული? კარგი გამახსენდა ქალბატონ დეკანოიძის მიმართ, არ მომისმინეთო, თქვენ უთხარით ბატონო მინისტრო... არა ბატონომინისტრო, მათ თქვენ მოგისმინეს, უბრალოდ უფრო ადრე, რამდენიმე კვირით ადრე, მათ ყურადღებით მოუსმინეს "ლელოს" მიერ "ნაცებისთვის" დაქირავებულ და "კოლექტიური ნაცებისთვის" ნაფეშქაშარ უნიჭო კონსულტანტს, ვირეშმაკა ვინმე როზნერს. ქვეყნიდან გასვლა და დაბრუნება ნამდვილად არ არი დანაშაული. ქვეყნიდან გავიდნენ და დაბრუნდნენ ილია ჭავჭავაძე, აკაკი წერეთელი, ივანე ჯავახიშვილი, დავით სარაჯიშვილი, პეტრე მელიქიშვილი, აკაკი შანიძე... აი სახლიდან გავიდნენ და არ დაბრუნებულან ჯორჯ ბალანჩინი, ამერიკის კლასიკური ბალეტის ფუძემდებელი, საქართველოს დააკლო რამ? ალექსანდრე ქართველი, აშშ-ს ავიამშენებლობის პიონერი", - განაცხადა ბექა ოდიშარიამ.
მსგავსი სიახლეები
ახმეტელ ექიმს, არჩევნებში მონაწილეობა 5 წლით აეკრძალა, რადგან კარგად გამოჩნდა, რომ საზოგადოებრივი ავტორიტეტია - ნიკა გვარამია
ახმეტელ ექიმს, არჩევნებში მონაწილეობა 5 წლით აეკრძალა, რადგან კარგად გამოჩნდა, რომ საზოგადოებრივი ავტორიტეტია და ისიც გასაგები გახდა, რომ სწორედ ამის გამო გაუჩალიჩეს „დანაშაული“ - წერს გვარამია
იმას თუ გააფორმებს სასამართლო, რაც „ოცნებას“ სურს, სახელმწიფო გამოუსწორებელ ზიანს მიიღებს - ბადრი ჯაფარიძე
საზოგადოების წარმომადგენლებსა და ჩვენს შორის სრული თანხვედრაა იმაზე, რომ პარტიების გაუქმების პროცესი არის თავისუფალი სამყაროს წინააღმდეგ მიმართული - ამბობს ოპოზიციის ლიდერი