სპეკულაციაა, თითქოს ემიგრაციაში მყოფ ჩვენ თანამემამულეებს არჩევნებში მონაწილეობის საშუალება არ აქვთ - თალაკვაძე
მინდა ვუპასუხო „სტრატეგიას“, რომელიც აქ, „ნიანგის ცრემლებით“ ცრემლებით მოთქვამდა ,ჩვენი ხელისუფლების პირობებში ამ საგარეო საქმეთა სამინისტრომ 100%-ით გაზარდა ჩვენი თანამემამულეების რაოდენობა, რომლებმაც ხმა მისცეს არჩევნებში - ასე მიმართა „ქართული ოცნების“ დეპუტატმა არჩილ თალაკვაძემ ოპოზიციის წარმომადგენლებს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე, პარლამენტში, სადაც „ინტერპელაციის წესით“ საგარეო საქმეთა მინისტრს,ილია დარჩიაშვილს უსმენენ.
არჩილ თალაკვაძემ ოპოზიციის განცხადებებს სპეკულაცია და დეზინფორმაცია უწოდა.
„რაც შეეხება [ემიგრანტების] არჩევნებში მონაწილეობის უფლებას, სპეკულაცია და დეზინფორმაციაა, რომ თითქოს ემიგრაციაში მყოფ ჩვენ თანამემამულეებს საშუალება არ აქვთ არჩევნებში მონაწილეობა მიიღონ. ეს უფლება არის კანონით გარანტირებული და ისინი მონაწილეობენ არჩევნებში. მინდა ვუპასუხო „სტრატეგიას“, რომელიც აქ, „ნიანგის ცრემლებით“ ცრემლებით მოთქვამდა ემიგრაციაში მყოფ ადამიანებთან დაკავშირებით და სამინისტროს ადანაშაულებდა, რომ თითქოს რეგისტრაციებს ბლოკავენო და ა.შ. მინდა პირადად თქვენ გითხრათ, რომ ჩვენი ხელისუფლების პირობებში ამ საგარეო საქმეთა სამინისტრომ 100%-ით გაზარდა ჩვენი თანამემამულეების რაოდენობა, რომლებმაც ხმა მისცეს არჩევნებში“, - განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.
შეგახსენებთ, რომ გიორგი ვაშაძის სიტყვით გამოსვლას პარლამენტში ხმაური და დაპირისპირება მოჰყვა. რას ერჩით ემიგრანტებს - ეს იყო წინადადება, რომელმაც უმრავლესობა წყობიდან გამოიყვანა.
მსგავსი სიახლეები
ახმეტელ ექიმს, არჩევნებში მონაწილეობა 5 წლით აეკრძალა, რადგან კარგად გამოჩნდა, რომ საზოგადოებრივი ავტორიტეტია - ნიკა გვარამია
ახმეტელ ექიმს, არჩევნებში მონაწილეობა 5 წლით აეკრძალა, რადგან კარგად გამოჩნდა, რომ საზოგადოებრივი ავტორიტეტია და ისიც გასაგები გახდა, რომ სწორედ ამის გამო გაუჩალიჩეს „დანაშაული“ - წერს გვარამია
იმას თუ გააფორმებს სასამართლო, რაც „ოცნებას“ სურს, სახელმწიფო გამოუსწორებელ ზიანს მიიღებს - ბადრი ჯაფარიძე
საზოგადოების წარმომადგენლებსა და ჩვენს შორის სრული თანხვედრაა იმაზე, რომ პარტიების გაუქმების პროცესი არის თავისუფალი სამყაროს წინააღმდეგ მიმართული - ამბობს ოპოზიციის ლიდერი