დარჩიაშვილი ადასტურებს, რომ ვაშაძემ სამინისტროს ემიგრანტებზე ნამდვილად მისწერა
საგარეო საქმეთა მინისტრი ილია დარჩიაშვილი ადასტურებ, რომ გიორგი ვაშაძემ სამინისტროს წერილი ნამდვილად მისწერა, თუმცა მას ტყუილშიც ადანაშაულებს და აცხადებს, რომ "სტრატეგია აღმაშენებლი" ლიდერმი პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას ზედაპირულად საუბრობდა და არანაირი ფაქტი მას არ ჰქონია.
მისივე თქმით, ვაშაძეს შეუერთდა თინა ბოკუჩავაც და მის მიერ ნათქვამ რამდენიმე ფრაზას დეპუტატმა საკუთარი ინტერპრეტაცია მისცა.
სიმართლე გითხრათ, თავიდან სეროზულად დავიწყე კითხვების მონიშვნა და მერე მივხვდი, რომ ჩვენ ოპონენტებს აქ, არანაირი მიზანი არ ჰქონდათ კითხვა დაესვათ და პასუხი მიეღოთ. ბატონმა ვაშაძემ, პრაქტიკულად ყველაფერზე, რაზეც ისაუბრა, ტყუილი იყო და არაფერს ეფუძნებოდა. ის ზედაპირულად საუბრობდა და არანაირი ფაქტი მას არ ჰქონია. ის საუბრობდა,რომ თითქოს რომ თითქოს ვინმეს უარი უთხრეს რეგისტრაციაზე, საკონსულო აღრიცხვაზე ვგულისხმობ, ესეც არის ტყუილი. მან ნამდვილად ორი წერილი მოგვწერა, საუბარი იყო ექვს ადამიანზე, სამი ადამიანი საკონსულო აღრიცხვაზე უკვე რეგისტრირებული იყო. დანარჩენ სამ ადამიანზე, ანუ ერთ და იგივე ადამიანზე ორჯერ მოგვწერა იმიტომ, რომ ეფექტი ჰქონოდა, თითქოს ბევრი ადამიანია ის, ვინც ცდილობს და რეგისტრაციას ვერ ახერხებს. ქალბატონი თინაც შეუერთდა მას, როდესაც ჩემს მიერ შესავალ სიტყვაში ნათქვამ რამდენიმე ფრაზას საკუთარი ინტერპრეტაცია მისცა. მე არ მითქვამს, ქალბატონო თინა, რომ ჩვენ არ ვითხოვთ ჩვენი მოქალაქეებისგან მისამართს,რომლებიც საზღვარგარეთ ცხოვრობენ “, - განაცხადა ილია დარჩიაშვილმა.
გიორგი ვაშაძემ პარლამენტში საგარეო საქმეთა მინისტრს მიმართა და ჰკითხა, მისგან მიუვიდა თუ არა წერილი ემიგრანტებზე.
დაგვიანებულ საკონსულო აღრიცხვაზე ჩემგან წერილი შემოგივიდათ თუ არა სახელებით და გვარებით? ხომ შემოგივიდათ? უთხარით მერე აგერ პარლამენტარებს, რომ სამწუხაროდ, არ ატარებთ რეგისტრაციაში ხალხს საკონსულო აღრიცხვაზე. რატო ყვირით ხალხო? გამოდით და მითხარით, რატომ არ გასცა ამ წერილს პასუხი? - განაცხადა ვაშაძემ, რის შემდგეაც ოპოზიციონერ ლიდერს პარლამენტის თავმჯდომარემ მიკროფონი გაუთიშა.
შეგახსენებთ, რომ გიორგი ვაშაძის სიტყვით გამოსვლას პარლამენტში ხმაური და დაპირისპირება მოჰყვა. რას ერჩით ემიგრანტებს - ეს იყო წინადადება, რომელმაც უმრავლესობა წყობიდან გამოიყვანა.