26 მარტს საზოგადოებრივი ტრანსპორტი ღამის 2 საათამდე იმუშავებს - კალაძე
26 მარტს თბილისში დაგეგმილი საქართველოსა და საბერძნეთის ეროვნული საფეხბურთო ნაკრებების მატჩის გამო, საზოგადოებრივი ტრანსპორტი 02:00 საათამდე იმუშავებს. ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ Facebook-ზე პირდაპირი ჩართვის დროს განაცხადა.
კალაძის თქმით, 26 მარტსაც გულშემატკივრებს საშუალება ექნებათ, რომ რესპუბლიკის მოედანზე საქართველოსა და საბერძნეთს შორის მატჩი პირდაპირ ეთერში, დიდ ეკრანზე იხილონ.
26 მარტს საზოგადოებრივი ტრანსპორტი ღამის 2 საათამდე იმუშავებს, იმისთვის, რომ დინამო არენასა და რესპუბლიკის მოედანზე მისულ ადამიანებს სახლში დაბრუნების შესაძლებლობა ჰქონდეთ". - თქვა კალაძემ.
საქართველოსა და საბერძნეთის ეროვნულ საფეხბურთო ნაკრებებს შორის მატჩი 26 მარტს თბილისში, დინამო არენაზე 21:00 საათზე დაიწყება.
მსგავსი სიახლეები
ახმეტელ ექიმს, არჩევნებში მონაწილეობა 5 წლით აეკრძალა, რადგან კარგად გამოჩნდა, რომ საზოგადოებრივი ავტორიტეტია - ნიკა გვარამია
ახმეტელ ექიმს, არჩევნებში მონაწილეობა 5 წლით აეკრძალა, რადგან კარგად გამოჩნდა, რომ საზოგადოებრივი ავტორიტეტია და ისიც გასაგები გახდა, რომ სწორედ ამის გამო გაუჩალიჩეს „დანაშაული“ - წერს გვარამია
იმას თუ გააფორმებს სასამართლო, რაც „ოცნებას“ სურს, სახელმწიფო გამოუსწორებელ ზიანს მიიღებს - ბადრი ჯაფარიძე
საზოგადოების წარმომადგენლებსა და ჩვენს შორის სრული თანხვედრაა იმაზე, რომ პარტიების გაუქმების პროცესი არის თავისუფალი სამყაროს წინააღმდეგ მიმართული - ამბობს ოპოზიციის ლიდერი