მოსამართლეების შერჩევის პროცესი დაიწყო - პარლამენტში გოჩა აბუსერიძეს უსმენენ
სტრატეგიული პარტნიორების თხოვნის და მოწოდებების მიუხედავად პარლამენტმა მოსამართლეების შერჩევის პროცესი დაიწყო. იურიდიულ კომიტეტზე მმართველი პარტიის გარდა მხოლოდ გიორგი გახარიას თანაგუნდელები არიან. ოპოზიციის მსგავსად პროცესს უნდობლობას უცხადებს სახალხო დამცველიც.
ამ წუთებში სხდომაზე უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატს, გოჩა აბუსერიძეს, უსმენენ. ,,მოქალაქეების" ლიდერი, ალეკო ელისაშვილი, მოსამართლეობის კანდიდატს აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიში გაახსენა, სადაც სასამართლო სისტემაში კლანის არსებობაზეა საუბარი და ჰკითხა, არის თუ არა ის ამ ანგარიშით შეურაცხყოფილი, რაზეც აბუსერიძემ უპასუხა, საერთაშორისო პარტნიორებს სასამართლო სისტემაში არსებულ მდგომარეობასთან დაკავშირებით ინფორმაციის ნაკლებობა აქვთ.