ქვეყნის მთავარი დიპლომატის მოსმენა არადიპლომატიურ გარემოში - ხმაური და ჩხუბი პარლამენტში
"ქართული ოცნების" დამრტყმელი ძალა ფორმაშია. ქვეყნის მთავარი დიპლომატის მოსმენა პარლამენტში სრულიად არადაპლომატიურ გარემოში მიმდინარეობდა. დეპუტატებს დღეს ერთი ნაბიჯი, უფრო ზუსტად კი შუაში ჩამდგარი მანდატურები აშორებდათ, რომ ერთმანეთისთვის არ დაერტყათ. "ხალხის ძალა" იმუქრებოდა ცემით, ოპონენტებს აყენებდნენ სიტყვიერ შეურცახყოფას და არც ქალ დეპუტატებთან დაპირიპირებას ერიდებოდნენ. "არაკაცო, მოღალატე, გაგხევ ცემაში" - ამ სიტყვებით ხან დაჩი ბერაია და ხან მიხეილ ყაველაშვილი ოპონენტებზე იწევდნენ.
რატომ არ იხსნება დამატებითი საარჩევნო უბნები საზრვარგარეთ? ეს იყო დღეს ოპოზიციის მთავარი კითხვა ილია დარჩიაშვილისადმი. ვითარება სხდომათა დარბაზში კი მას შემდეგ დაიძაბა, რაც ტრიბუნა გიორგი ვაშაძემ დაიკავა და მინისტრს იმ ემიგრანტების სია წარუდგინა, ვინც საკონსულოებში დარეგისტრირებას ვერ ახერხებდნენ. ამის შემდეგ მონასტერი აირია, თუმცა ამ არეულობაშიც ადვილი იყო კარგად დალაგებული სცენარის გაშიფვრა. "ხალხის ძალის" დეპუტატებს როლები წინასწარ ჰქონდათ გადანაწილებული და ზუსტად იცოდნენ ვინ, რომელი დეპუტატის გამოსვლის დროს უნდა განრისხებულიყო.
ვრცლად ნახეთ ხატია სამხარაძის რეპორტაჟში.
მსგავსი სიახლეები
ახმეტელ ექიმს, არჩევნებში მონაწილეობა 5 წლით აეკრძალა, რადგან კარგად გამოჩნდა, რომ საზოგადოებრივი ავტორიტეტია - ნიკა გვარამია
ახმეტელ ექიმს, არჩევნებში მონაწილეობა 5 წლით აეკრძალა, რადგან კარგად გამოჩნდა, რომ საზოგადოებრივი ავტორიტეტია და ისიც გასაგები გახდა, რომ სწორედ ამის გამო გაუჩალიჩეს „დანაშაული“ - წერს გვარამია
იმას თუ გააფორმებს სასამართლო, რაც „ოცნებას“ სურს, სახელმწიფო გამოუსწორებელ ზიანს მიიღებს - ბადრი ჯაფარიძე
საზოგადოების წარმომადგენლებსა და ჩვენს შორის სრული თანხვედრაა იმაზე, რომ პარტიების გაუქმების პროცესი არის თავისუფალი სამყაროს წინააღმდეგ მიმართული - ამბობს ოპოზიციის ლიდერი