60% "ოცნება", 15% ენმ, დანარჩენები ბარიერს მიღმა - "ოცნების" საარჩევნო მათემატიკა
"ოცნების" საარჩევნო მათემატიკა - 60 % "ქართული ოცნება", 15% "ნაციონალური მოძრაობა" და დანარჩენი ოპოზიცია ბარიერს მიღმა - ეს არის ხელისუფლების საოცნებო შედეგები 2024-ის არჩევნებზე. "ოცნების" პროპაგანდის მიზანი ადვილი გასაშიფრია: საზოგადოებაში ნიჰილიზმის დათესვა და საკუთარი ამომრჩეველის გამხნევება. ცდილობენ დააჯერონ, რომ ხელისუფლებაში ამჯერად საკონსტიტუციო უმრავლესობით დარჩებიან, თუმცა ფაქტია, რომ რაც უფრო ახლოვდება არჩევნები, მით უფრო ძლიერდება ოპოზიციაზე ზეწოლა.
შიშს საფუძველი აქვს - ოპოზიციის სწორმა სტრატეგიამ და სწორმა გადაჯგუფებამ "ოცნება" შესაძლოა, საერთოდ უმრავლესობის გარეშე დატოვოს.
ვრცლად ნახეთ ნანუკა ქაჯაიას რეპორტაჟში.