გაიხსნას ქირურგიული განყოფილება - ჩხობაძის სახელობის კლინიკის ექთნები მიმართვას ავრცელებენ
გაიხსნას ქირურგიული განყოფილება - ქუთაისის ო. ჩხობაძის სახელობის კლინიკის სასწრაფო განყოფილების ექთნები მიმართვას ავრცელებენ.
როგორც ექთნები ამბობენ, მიუხედავად რემონტის დასრულებისა და ჯანდაცვის სამინისტროს დაპირებისა, რეგიონული ჯანდაცვის ცენტრი დღემდე არ ხსნის ქირურგიულ განყოფილებას, რის გამოც ქირურგიული განყოფილების ექთნებს არ ეძლევათ ხელშეკრულებებით გათვალისწინებული სამუშაოს შესრულება.
კლინიკაში დაიხურა ქირურგიული დეპარტამენტი, გვეუბნებიან, რომ ეს არის დროებითი. იმის გამო, რომ გოგონები, ვინც იქ იყვნენ დასაქმებულები, ვერ ახდენდნენ კომპენსაციის უზრუნველყოფას, ეს გოგონები, ჩვენი კეთილი ნებით - ემერჯენსის, თერაპიული, კარდიოლოგიური გოგონების ნებით გადავინაწილეთ, რომ ეს პროცესი გაგრძელდებოდა დაახლოებით, ორი თვე - იანვარი და თებერვალი და ჩვენი კუთვნილი მორიგეობები გადავინაწილეთ. ამის შემდეგ მოხდა ის, რომ ერთი მორიგეობა არ იქნა საკმარისი და ავედით ორ მორიგეობაზე, როგორც ვხედავთ, სამწუხაროდ, მარტში არანაირი ქირურგიული განყოფილება არ გაიხსნება და მოგვიწევს აპრილში და შემდგომ კიდევ ამ ჩვენი ხელფასების მიცემა ამ გოგონებისთვის და გვაინტერესებს, რამდენ ხანს გაგრძელდება ეს პროცესი და ხელშეკრულებით, რომლითაც მაქვს სრული შტატი, რატომ უნდა მოხდეს ჩემი კუთვნილი ხელფასის დაკავება და მიცემა სხვისთვის," - ამბობს ერთ-ერთი ექთანი.
მსგავსი სიახლეები
ახმეტელ ექიმს, არჩევნებში მონაწილეობა 5 წლით აეკრძალა, რადგან კარგად გამოჩნდა, რომ საზოგადოებრივი ავტორიტეტია - ნიკა გვარამია
ახმეტელ ექიმს, არჩევნებში მონაწილეობა 5 წლით აეკრძალა, რადგან კარგად გამოჩნდა, რომ საზოგადოებრივი ავტორიტეტია და ისიც გასაგები გახდა, რომ სწორედ ამის გამო გაუჩალიჩეს „დანაშაული“ - წერს გვარამია
იმას თუ გააფორმებს სასამართლო, რაც „ოცნებას“ სურს, სახელმწიფო გამოუსწორებელ ზიანს მიიღებს - ბადრი ჯაფარიძე
საზოგადოების წარმომადგენლებსა და ჩვენს შორის სრული თანხვედრაა იმაზე, რომ პარტიების გაუქმების პროცესი არის თავისუფალი სამყაროს წინააღმდეგ მიმართული - ამბობს ოპოზიციის ლიდერი