ჩვენი ხელისუფლების მონაპოვარია ჟურნალისტებისთვის თავისუფალი გარემო - თურნავა

06.07.21 12:48
ჩვენი ხელისუფლების მონაპოვარია ჟურნალისტებისთვის თავისუფალი გარემო - თურნავა

ეკონომიკის მინისტრის, ნათია თურნავას, თქმით, ჟურნალისტებზე ძალადობა მიუღებელია. თურნავამ არ უპასუხა კითხვას, უნდა დადგეს თუ არა პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის პასუხისმგებლობა, რომელმაც საკუთარი განცხადებით ძალადობა წაახალისა. 

ჩვენმა ლიდერებმა გააკეთეს განცხადება, რომლის მიხედვითაც ძალიან ცალსახად დაგმეს ძალადობა. თქვენი პათოსი გასაგებია, ჩვენ ვუერთდებით ამ პათოსს იმ ნაწილში, რომ ძალადობა მართლაც ყოვლად მიუღებელია ჟურნალისტებთან მიმართებაში. ჩვენი ხელისუფლების ერთ-ერთი მონაპოვარია არის თავისუფალი სიტყვა, თავისუფალი სივრცე და გარემო ჟურნალისტებისთვის, რომ იმუშავონ, აბსოლუტური თავისუფლება ამ თვალსაზრისით და ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ თითოეული ასეთი სამწუხარო ფაქტი ბოლომდე იყოს გამოძიებული",- თქვა თურნავამ.