არანაირი "მაგრამ", უნდა დაისაჯოს ყველა - კახა კუჭავა

06.07.21 13:01
არანაირი "მაგრამ", უნდა დაისაჯოს ყველა - კახა  კუჭავა

პარლამენტის თავმჯდომარემ, კახა კუჭავამ, გუშინ მომხდარი ძალადობა დაგმო. კუჭავამ ამის შესახებ განცხადება  ბიუროს სხდომაზე გააკეთა. კუჭავას თქმით, გამოძიება ძალადობაში მონაწილე ყველა პირი უმკაცრესად უნდა დაისაჯოს.

რაც გუშინ ვიხილეთ, ეს იყო სამარცხვინო,  ის რაც ჩვენ ქვეყანას არ ეკადრება, ქმედებები, რასაც არ შეიძლება, გამართლება ჰქონდეს. არანაირი “მაგრამ“, არანაირი მაგრამ. არ შეიძლება გამართლებული იყოს ის, რაც ჩვენ გუშინ ვიხილეთ და აუცილებლად დასაგმობია ყველას მხრიდან. ჩვენ ისტორიულად ქვეყანას  გვაერთიანებს სიყვარული და რელიგია, რომელიც მოგვიწოდებს მხოლოდ ერთმანეთის პატივისცემას. რაც გუშინ ვიხილეთ  რელიგიის სახელით განხორცილებული ეს ქმედებები უბრალოდ მიუღებელია! მართლა არ მესმის, ათ-ათი კაცი ერთს რომ დასდევს, ამას კაცობა ჰქვია ან ვაჟკაცობაში თვლიან, თუ ვისი სახელით აკეთებენ ამას?! განსაკუთრებით მიუღებელია, როცა თავდასხმა ჟურნალისტებზე და ოპერატორებზე ხდება, როცა ისინი თავის საქმეს აკეთებენ. არავის აქვს უფლება და არც უნდა მიეცეს არავის საშუალება, რომ შეაფერხონ მათი საქმიანობა. ჩვენ ქვეყანაში მსგავს სიძულვილის ადგილი არა აქვს. ტურისტიც კი დაზარალდა, არის დაჭრილი. ჩვეულებრივ მოქალაქეებს დასდევდნენ ქუჩაში. ხვალ ამ ადამიანების შვილები შეიძლება, იყვნენ ჟურნალისტები და ოპერატორები და მათ შვილებზე ასეთი ქმედება უნდა გაამართლონ?! ერთადერთი გამოსავალი არის მკაცრი რეაგირება, ყველა იმ ადამიანის იდენტიფიცირება, ვინც ამ ძალადობაში იღებდა მონაწილებას და მკაცრი რეაგირება  უნდა დაისაჯოს ყველა! სხვანაირად ვერ განვითარდებით“, - თქვა კუჭავამ ბიუროს სხდომაზე.