მოსკოვის Crocus City Hall-ში სროლის დროს ქართველი გოგო იმყოფებოდა - უახლესი ცნობები
სროლა და აფეთქება მოსკოვში - ირკვევა, რომ საკონცერტო დარბაზ Crocus City Hall-ში თავდასხმის დროს მიმდინარე კონცერტზე ქართველი, სოფიკო კვირიკაშვილიც იმყოფებოდა.
ახალგაზრდა ქალი სიკვდილს სასწაულით გადაურჩა. ინტრნეტ სვრცეში უკვე ვრცელდება ფოტო რომელიც თავდასხმამდე რამდენიმე წუთით ადრეა გადაღებული. (ინფორმაცია თავდაპირველად "ინსტაგრამზე" "ანდრო თბილისელმა" გაავრცელა).
"ძვირფასო მეგობრებო, სოფიკო (ღმერთს მადლობა) არ დაშავდა! მან გადარჩენა მოახერხა!" - წერს ჟურნალისტი.
"ფეისბუქ" გვერდი მოსკოვი-თბილისი კი აღნიშნავს, რომ სოფიკო კვირიკაშვილი სცენიდან ავარიული გასასვლელით გავედა და არა დარბაზიდან.
მოსკოვში, Crocus City Hall-ის საკონცერტო დარბაზში, სულ მცირე, სამმა შეიარაღებულმა პირმა ცეცხლი გახსნა.
რუსეთი უსაფრთხოების ფედერალური სამსახურის (ФСБ) ცნობით, თავდასხმას 40 ადამიანი ემსხვერპლა, 100-ზე მეტი კი დაშავდა.
რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ Crocus City Hall-ში მომხდარი თავდასხმა ტერაქტად შეაფასა.
მსგავსი სიახლეები
ახმეტელ ექიმს, არჩევნებში მონაწილეობა 5 წლით აეკრძალა, რადგან კარგად გამოჩნდა, რომ საზოგადოებრივი ავტორიტეტია - ნიკა გვარამია
ახმეტელ ექიმს, არჩევნებში მონაწილეობა 5 წლით აეკრძალა, რადგან კარგად გამოჩნდა, რომ საზოგადოებრივი ავტორიტეტია და ისიც გასაგები გახდა, რომ სწორედ ამის გამო გაუჩალიჩეს „დანაშაული“ - წერს გვარამია
იმას თუ გააფორმებს სასამართლო, რაც „ოცნებას“ სურს, სახელმწიფო გამოუსწორებელ ზიანს მიიღებს - ბადრი ჯაფარიძე
საზოგადოების წარმომადგენლებსა და ჩვენს შორის სრული თანხვედრაა იმაზე, რომ პარტიების გაუქმების პროცესი არის თავისუფალი სამყაროს წინააღმდეგ მიმართული - ამბობს ოპოზიციის ლიდერი