ნებისმიერ თავმოყვარე სახელმწიფოში შს მინისტრი თვითონ გადადგებოდა - ზუკა გუმბარიძე

06.07.21 13:22
ნებისმიერ თავმოყვარე სახელმწიფოში შს მინისტრი თვითონ გადადგებოდა - ზუკა გუმბარიძე

"ფორმულას" ხელმძღვანელი, ზუკა გუმბერიძე, ამბობს, რომ ნებისმიერ თავმოყვარე სახელმწიფოში შს მინისტრი თვითონ გადადგებოდა. 

მინიმუმ აიღებდა პოლიტიკურ პასუხისმგებლობას. ეს არის საუკეთესო შემთხვევა, როცა იმ შემთხვევაში, როცა ხელისუფლებამ უბრალოდ ვერ გათვალა, რა შეიძლება მომხდარიყო"- აცხადებს გუმბარიძე. 

პუტინისტური ჯგუფების პირდაპირი სამიზნე გუშინ მედია იყო. ფიზიკურად გაუსწორდნენ და დაასისხლიანეს 53  ჟურნალისტს - ურტყამდნენ ქვებს, ხელკეტებს, მუშტებს და არბევდნენ აპარატურას. 

გუშინ პირველად მედიაისტორიაში მედიაკომპანიების ხელმძღვანელები იძულებულები გახდნენ, მიეღოთ უპრეცედენტო გადაწყვეტილება და  დაპირისპირებათა ეპიცენტრიდან ჯგუფები გამოეყვანათ. 

მედიაზე ძალადობა პირდაპირ წახალისებული იყო ქვეყნის პრემიერ მინისტრის მხრიდან. აგრესიული ადამიანები ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებამ დილიდან გაამხნევა. მედიას არ იცავდა შს მინისტრი. ვახტანგ გომელაურის თანამშრომლები პირდაპირ უყურებდნენ, როგორ სცემდნენ ჟურნალისტებს საკუთარი პროფესიული მოვალეობის შესრულების დროს.