ხელმოწერები პრეზიდენტის ადმინისტრაციაში გაიგზავნება - სოფო ჯაფარიძე ბოლნისის მოსახლეობას შეხვდა
მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნით, ხელმოწერების შეგროვება გრძელდება.
მესამე პრეზიდენტის პირადი წარმომადგენელი, სოფო ჯაფარიძე დღეს ბოლნისის მოსახლეობას შეხვდა და მათ პირადად აუხსნა, თუ რატომ არის საჭირო, რომ მესამე პრეზიდენტი თავისუფლებაზე იყოს.
ახლა ვიმყოფებით ბოლნისში. წარმოუდგენელია რაც ხდება ყველგან, მთელი საქართველოს მასშტაბით. ადამიანები რიგებში დგანან, რომ მოვიდნენ, ხელი მოაწერონ მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნას. ეს იყო უპრეცედენტო და მიხეილ სააკაშვილმა გააერთიანა ასობით ათასი ადამიანი. შემდეგ კვირაში მათი ხელმოწერა შევა ქალბატონ სალომე ზურაბიშვილთან და მე კიდევ ერთხელ მინდა ვუთხრა მას, ქალბატონო სალომე, ნუ დაგვიმახინჯებთ ქვეყნის ისტორიას", - ამბობს სოფო ჯაფარიძე.
მსგავსი სიახლეები
ახმეტელ ექიმს, არჩევნებში მონაწილეობა 5 წლით აეკრძალა, რადგან კარგად გამოჩნდა, რომ საზოგადოებრივი ავტორიტეტია - ნიკა გვარამია
ახმეტელ ექიმს, არჩევნებში მონაწილეობა 5 წლით აეკრძალა, რადგან კარგად გამოჩნდა, რომ საზოგადოებრივი ავტორიტეტია და ისიც გასაგები გახდა, რომ სწორედ ამის გამო გაუჩალიჩეს „დანაშაული“ - წერს გვარამია
იმას თუ გააფორმებს სასამართლო, რაც „ოცნებას“ სურს, სახელმწიფო გამოუსწორებელ ზიანს მიიღებს - ბადრი ჯაფარიძე
საზოგადოების წარმომადგენლებსა და ჩვენს შორის სრული თანხვედრაა იმაზე, რომ პარტიების გაუქმების პროცესი არის თავისუფალი სამყაროს წინააღმდეგ მიმართული - ამბობს ოპოზიციის ლიდერი