კობახიძის მორიგი იერიში არასამთავრობოებზე - რას ამბობს პრემიერი
ირაკლი კობახიძის მორიგი იერიში არასამთავრობოებზე - პრემიერის თქმით, ქვეყანაში ყველაზე გაუმჭვირვალე ე.წ. არასამთავრობო სექტორია, რადგან არავინ იცის საიდან მოდის მათი დაფინანსება.
კობახიძე საზოგადოებას ჰპირდება, რომ ყველაფერს გავაკეთებენ, რათა ასეთმა ორგანიზაციებმა ქვეყნის სტაბილურობას პრობლემა არ შეუქმნას.
ყველაზე გაუმჭვირვალე, თუ რაიმე სექტორი არსებობს საქართველოში, ეს ე.წ. არასამთავრობო სექტორია. აბსოლუტურად გაუმჭვირვალეა მათი დაფინანსება, მათი ხარჯები. ქართულმა საზოგადოებამ არაფერი იცის იმასთან დაკავშირებით, ვინ აფინანსებს და რისთვის აფინანსებს ამ ორგანიზაციებს. ძალიან შეზღუდულია ეს ინფორმაცია, რაც ბუნებრივია, სერიოზული პრობლემაა. ამ პრობლემის მიუხედავად ვახერხებთ და ვაწვდით საზოგადოებას ინფორმაციას იმასთან დაკავშირებით, ვინ წარმოადგენს ქართველი ხალხის ინტერესებს და ვინ წარმოადგენს სხვა ინტერესებს. გარდა ამისა, იყო არაერთი ძალიან შემაშფოთებელი ფაქტი, როდესაც ექსტრემისტული ორგანიზაციებიც კი ფინანსდებოდა უცხოური წყაროებიდან. ეს იყო მაგალითად ფრანკლინის კლუბის დაფინანსება და ა.შ. ეს ყველაფერი შემაშფოთებელია, თუმცა საზოგადოებას ვპირდებით, რომ ამ ბუნდოვანების, გაუმჭვირვალობის მიუხედავად, ყველაფერს გავაკეთებთ, რათა ასეთმა ორგანიზაციებმა პრობლემა არ შეუქმნას ჩვენი ქვეყნის სტაბილურობას",- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
მსგავსი სიახლეები
ახმეტელ ექიმს, არჩევნებში მონაწილეობა 5 წლით აეკრძალა, რადგან კარგად გამოჩნდა, რომ საზოგადოებრივი ავტორიტეტია - ნიკა გვარამია
ახმეტელ ექიმს, არჩევნებში მონაწილეობა 5 წლით აეკრძალა, რადგან კარგად გამოჩნდა, რომ საზოგადოებრივი ავტორიტეტია და ისიც გასაგები გახდა, რომ სწორედ ამის გამო გაუჩალიჩეს „დანაშაული“ - წერს გვარამია
იმას თუ გააფორმებს სასამართლო, რაც „ოცნებას“ სურს, სახელმწიფო გამოუსწორებელ ზიანს მიიღებს - ბადრი ჯაფარიძე
საზოგადოების წარმომადგენლებსა და ჩვენს შორის სრული თანხვედრაა იმაზე, რომ პარტიების გაუქმების პროცესი არის თავისუფალი სამყაროს წინააღმდეგ მიმართული - ამბობს ოპოზიციის ლიდერი