სად იყო სპეცრაზმები, სად იყო საპოლიციო ძალები?! - გიორგი ვაშაძე

06.07.21 13:31
სად იყო  სპეცრაზმები, სად იყო  საპოლიციო ძალები?!  - გიორგი ვაშაძე

თქვენ ეთანხმებით, რომ პოლიციამ მაქსიმუმი გააკეთა?  - ამის შესახებ შეკითხვა  „სტრატეგია აღმაშენებელის„ ლიდერმა ბიუროს სხდომაზე პარლამენტის თავმჯდომარეს დაუსვა. გიორგი ვაშაძე დაინტერესდა, სად იყვნენ  საპოლიციო ძალები და სპეცდანიშნულების რაზმი, როდესაც გუშინ რადიკალური ძალები რუსთაველის გამზირზე მოქალაქეებს და ჟურნალისტებს თავს ესხმოდნენ.

თუ თქვენ მართლა რეალურად ფიქრობთ, რომ ეს იყო უმძიმესი ძალადობრივი აქტი, უნდა მოვიდეს შს მინისტრი და გაგვცეს კითხვებზე პასუხი, რატომ ვერ დაიცვეს ჩვენი მოქალაქეების სიცოცხლე? რატომ მოხდა ის, რომ პოლონელი ტურისტი, რომელიც დავით გარეჯის გადასაღებად არის ჩამოსული, დღეს დაჭრილი წევს საავადმყოფოში? ამაზე პასუხი უნდა მოვთხოვოთ და როცა მთავრობის წარმომადგენლები აკეთებენ განცხადებას, მართლა მაინტერესებს, თქვენ ეთანხმებით, რომ მაქსიმუმი გაკეთდა გუშინ? რომ პოლიციამ მაქსიმუმი გააკეთა? ათასობით და ათი ათასობით პოლიციელები გვინახავს, როცა ოპოზიციაა შეკრებილი და სად იყო ეს სპეცსამსახურები, სად იყო ეს სპეცრაზმები, სად იყო ეს საპოლიციო ძალები?! - განაცხადა ვაშაძემ. 
 

მსგავსი სიახლეები