ე.წ. ვეტინგის სისტემა - კობახიძე ევროკავშირისგან არგუმენტებს ითხოვს
ე.წ. ვეტინგის სისტემა - ირაკლი კობახიძე ევროკავშირისგან არგუმენტებს ითხოვს. ქვეყნის პრემიერი ამბობს, რომ თუ ევროკავშირისგან არგუმენტები იქნება, მოისმენენ, თუმცა აქვე EU-ს ახსენებს, რომ ზურაბ ადეიშვილი მის ქვეყნებსში თავისუფლად დაიარება, რაც მისი თქმით, ევროკავშირის ღირებულებებს ეწინააღმდეგება.
ეს თემა არის დახურული. ვეტინგი ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუცას და ეწინააღმდეგა სასამართლოს დამოუკიდებბის პრინციპს. ყველაზე მაღლა დგას სასამართლოს დამოუკიდებლბის პრინციპი და ვერავითარ შემთვევაში ვერ დავუშვებთ ამ პრინციპების უგულებელყოფას. ჩვენ ღია ვართ კონსულტაციებისთვის, მაგრამ როცა ჩვენ არგუმენტები გვაქვს, მეორე მხრიდანაც ველოდებით არგუმენტებს, სწორედ ეს არის ევროკავშირის ღირებულებები. არგუმენტები არ არის, ყველამ უნდა წარმოადგინოს არგუმენტები, როცა რაღაცას ითხოვს.
როცა იგივე ადეიშვილი ევროკავშირის კაბინეტებში დადის, ეს არ არის ევროკავშირის პრობლემა, ევროკავშირი ჩვენთვის ღირებულებებია. სამწუხაროდ, ადეიშვილის ვიზიტები კაბინეტებში სწორედ, ევროკავშირის ღირებულებებს ეწინააღმდეგება. იგივე განცხადებები "ვეტინგთან" დაკავშირებით სწორედ, ევროკავშირის ღირებულებებს ეწინააღმდეგება. ამიტომ, ჩვენთვის, ამოსავალი წერტილი ევროკავშირია, თუ არგუმენტები იქნება, მოვისმენთ", - აცხადებს კობახიძე.
ევროკომისიის პრესსპიკერმა განაცხადა, რომ სასამართლო სისტემაში არსებული გამოწვევების გადასაჭრელად საქართველომ უნდა დანერგოს "არაორდინალური შემოწმების სისტემა", რაც გულისხმობს იმას, რომ საერთაშორისო ექსპერტების ჩართულობით მოხდება სასამართლო სისტემის ყველა წამყვან თანამდებობაზე დანიშნული კანდიდატებისა და პირების შემოწმება. კერძოდ, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს, უზენაესი სასამართლოსა და სასამართლოს თავმჯდომარეების.
ევროკავშირი შეშფოთებულია საქართველოს მაღალი თანამდებობის პირების მხრიდან ცოტა ხნის წინანდელი კომენტარებით, რომელიც მიმართული იყო ცალკეული მოსამართლეების წინააღმდეგ, რომლებმაც გამოთქვეს შემოწმების სისტემასთან დაკავშირებით საკუთარი პოზიცია. ევროკავშირის წარმომადგენლის შეფასებით, მნიშვნელოვანია, უზრუნველყოფილი იყოს მოსამართლეების დამოუკიდებლობა.