არჩევნებზე ჩვენ ვიღებთ საკონსტიტუციო უმრავლესობას - კობახიძე
სასურველი სურათია ის, რაც დღეს გვაქვს. ამ სურათით ჩვენ ვიღებთ საკონსტიტუციო უმრავლესობას - ამის შესახებ ქვეყნის პრემიერმა განაცხადა.
ირაკლი კობახიძის თქმით, დღევანდელი მდგომარეობით "ნაცმოძრაობის" გარდა, სხვა პარტია ბარიერს ვერ გადალახავს.
„დღევანდელი მოცემულობა რა არის - „ნაცმოძრაობა“ 15%-მდე ჩამოვიდა, მანამდე 18% ჰქონდა და ახლა 15%-ს ჩამოსცდა, სხვა პარტიები ვერ ახერხებენ ბარიერის გადალახვას. ეს არის დღევანდელი მდგომარეობა და მე მგონია, რომ დაახლოებით ამ მდგომარეობით მივალთ შემდეგ საპარლამენტო არჩევნებამდე, 7 თვეა დარჩენილი და რა თქმა უნდა, სასურველი სურათია ის, რაც დღეს გვაქვს. ამ სურათით ჩვენ ვიღებთ საკონსტიტუციო უმრავლესობას“, - განაცხადა კობახიძემ.
მსგავსი სიახლეები
ახმეტელ ექიმს, არჩევნებში მონაწილეობა 5 წლით აეკრძალა, რადგან კარგად გამოჩნდა, რომ საზოგადოებრივი ავტორიტეტია - ნიკა გვარამია
ახმეტელ ექიმს, არჩევნებში მონაწილეობა 5 წლით აეკრძალა, რადგან კარგად გამოჩნდა, რომ საზოგადოებრივი ავტორიტეტია და ისიც გასაგები გახდა, რომ სწორედ ამის გამო გაუჩალიჩეს „დანაშაული“ - წერს გვარამია
იმას თუ გააფორმებს სასამართლო, რაც „ოცნებას“ სურს, სახელმწიფო გამოუსწორებელ ზიანს მიიღებს - ბადრი ჯაფარიძე
საზოგადოების წარმომადგენლებსა და ჩვენს შორის სრული თანხვედრაა იმაზე, რომ პარტიების გაუქმების პროცესი არის თავისუფალი სამყაროს წინააღმდეგ მიმართული - ამბობს ოპოზიციის ლიდერი