"იციან, რომ ბოლომდე აგებენ არჩევნებს" - კობახიძის თქმით, ოპოზიცია ცესკო-ს დისკრედიტირებას ცდილობს
"იციან, რომ ბოლომდე აგებენ ამ არჩევნებს" - ირაკლი კობახიძის თქმით, ოპოზიცია ცესკო-ს დისკრედიტირებას ცდილობს.
ქვეყნის პრემიერი ამბობს, რომ ცესკო წლების განმავლობაში გამართულად მუშაობდა, რის გამოც, ოპოზიციას მისი დისკრედიტირების საფუძველი არ აქვს.
„იციან, რომ ბოლომდე აგებენ ამ არჩევნებს, უფრო მეტიც, პარტიების უდიდესმა ნაწილმა იცის, რომ საერთოდ ბარიერის გადალახვის შანსი არ აქვს, ერთადერთი „ნაცმოძრაობაა“, ისიც 15%-ზეა ჩამოსული, რომელსაც ბარიერის გადალახვის შანსი აქვს. ასეთ პირობებში, მთელი მათი აქტივობები დისკრედიტაციისკენაა მიმართული, მეტი ხელმოსაჭიდი არაფერი აქვთ. იქიდან გამომდინარე, რომ ცესკო მთელი ამ წლების განმავლობაში გამართულად მუშაობდა, სათანადოდ ატარებდა არჩევნებს, მათ არავითარი საფუძველი არ აქვთ იმისათვის, რომ ცესკო-ს დისკრედიტაცია მოახდინონ. გახსოვთ, რამხელა კამპანია ააგორეს 2020 წელს და მაინც ვერაფერი მოახერხეს, რადგან გაყალბებული არ იყო არჩევნები, გაყალბებული იყო მაშინდელი პარალელური ხმის დათვლის შედეგები, ეს ყველაფერი ერთ-ერთმა არასამთავრობო ორგანიზაციამ გააყალბა რადიკალური ოპოზიციის დაკვეთით“, - განაცხადა კობახიძემ.
მსგავსი სიახლეები
ახმეტელ ექიმს, არჩევნებში მონაწილეობა 5 წლით აეკრძალა, რადგან კარგად გამოჩნდა, რომ საზოგადოებრივი ავტორიტეტია - ნიკა გვარამია
ახმეტელ ექიმს, არჩევნებში მონაწილეობა 5 წლით აეკრძალა, რადგან კარგად გამოჩნდა, რომ საზოგადოებრივი ავტორიტეტია და ისიც გასაგები გახდა, რომ სწორედ ამის გამო გაუჩალიჩეს „დანაშაული“ - წერს გვარამია
იმას თუ გააფორმებს სასამართლო, რაც „ოცნებას“ სურს, სახელმწიფო გამოუსწორებელ ზიანს მიიღებს - ბადრი ჯაფარიძე
საზოგადოების წარმომადგენლებსა და ჩვენს შორის სრული თანხვედრაა იმაზე, რომ პარტიების გაუქმების პროცესი არის თავისუფალი სამყაროს წინააღმდეგ მიმართული - ამბობს ოპოზიციის ლიდერი