მედიის წინააღმდეგ ლაშქრობაზე პასუხისმგებლობა ირაკლი ღარიბაშვილზეა - ვატო წერეთელი

06.07.21 13:37
მედიის წინააღმდეგ ლაშქრობაზე პასუხისმგებლობა ირაკლი ღარიბაშვილზეა -  ვატო წერეთელი

რადიკალური ძალების მიერ სასტიკად ნაცემი რეპორტიორები ,,ტვ პირველის" დამფუძნებელმა, ვატო წერეთელმა, მინახულა. მისი ინფორმაციით, დაშავებულთა მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია და ისინი კლინიკას უახლოეს კვირაში დატოვებენ.  წერეთელი მომხდარზე პასუხისმგებლობას ხელისუფლებასა და პირადად პრემიერ ღარიბაშვილს აკისრებს.

 მიმდა ვთქვა, რომ არხი არის ,,ქართული ოცნების" შტურმის მსხვერპლი. მოვინახულე ლექსო, თვალი, ძვლები, დაზიანებული აქვს, ოპერაციამ კარგად ჩაიარა და ერთ-ორ კვირაში გამოწერენ.

მთელი ნიუსის ტექნიკა განადგურებულია, მაგრამ ეს ჩემთვის ამ ეტაპზე მეორეხარისხოვანია, მთავარია, ამ ბიჭმა თვალი შეინარჩუნოს. 

სრულად მედიის წინააღმდეგ ლაშქრობის პასუხისმგებლობა ირაკლი ღარიბაშვილზეა. რა თქმა უნდა, ,,ქართული ოცნების" პასუხისმგებლობაა" - აცხადებს ვატო წერეთელი.

,,ნიუ ჰოსპიტალში" მკურნალობას ,,ტვ პირველის", ,,პალიტრა ნიუსისა" და ,,საზოგადოებრივი მაუწყებლის" 3 ოპერატორი განაგრძობს.

პუტინისტური ჯგუფების პირდაპირი სამიზნე გუშინ მედია იყო. ფიზიკურად გაუსწორდნენ და დაასისხლიანეს 53  ჟურნალისტს - ურტყამდნენ ქვებს, ხელკეტებს, მუშტებს და არბევდნენ აპარატურას. 

გუშინ პირველად მედიაისტორიაში მედიაკომპანიების ხელმძღვანელები იძულებულები გახდნენ, მიეღოთ უპრეცედენტო გადაწყვეტილება და  დაპირისპირებათა ეპიცენტრიდან ჯგუფები გამოეყვანათ. 

მედიაზე ძალადობა პირდაპირ წახალისებული იყო ქვეყნის პრემიერ მინისტრის მხრიდან. აგრესიული ადამიანები ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებამ დილიდან გაამხნევა. მედიას არ იცავდა შს მინისტრი. ვახტანგ გომელაურის თანამშრომლები პირდაპირ უყურებდნენ, როგორ სცემდნენ ჟურნალისტებს საკუთარი პროფესიული მოვალეობის შესრულების დროს.