ჩემი ძმა მოკლეს და ცხედარი გადამალეს - გაურკვეველ ვითარებაში გარდაცვლილი კაცის ოჯახი დახმარებას ითხოვს
ახალგაზრდა კაცი, რომელსაც ოჯახი მთელ თბილისში ეძებდა, კუკიის სასაფლაოზე გარდაცვლილი იპოვეს - ოჯახი ამტკიცებს, რომ ბესო კუზიბაბაშვილი მოკლეს და ცხედარი გადამალეს.
რეზო კუზიბაბაშვილი ამბობს, რომ მისი ძმა 9 ნოემბერს დაკარგა პოლიციამ ძებნის შემდეგ უთხრა, რომ ცხედარი კუკიას სასაფლაოზევე გამვლელმა შემთხვევით იპოვა. ადგილზე მისულს კი საზარელი სურათი დახვდა - 45 წლის ბესო კუზიბაბაშვილს მთელს სახეზე მძიმე დაზიანებები ჰქონდა მიყენებული - პირი კი მიწით ჰქონდა ამოვსებული.
ნაჭდევები მთელს სახეზე, მოტეხილობები და ძალადობის კვალი - 45 წლის კაცის ცხედარს -"შაბათის ეთერის" მიერ მოპოვებულ ფოტოებზეც ეტყობა, თუმცა ამ გარემოებების მიუხედავად, პოლიცია გარდაცვლილის ოჯახს პირველივე წუთებიდან არწმუნებდა, რომ 45 წლის კაცი გულის შეტევით გარდაიცვალა.
ბესო კუზიბაბაშვილის ტრაგედია მაშინ დაიწყო როდესაც 54 წლის ხელოსანი უკიდურესი გაჭირვების გამო საინგილოდან თბილისში სამუშაოდ ჩამოვიდა. ის ძმასთან ერთად სახლებს არემონტებდა. ტრაგედიის დღესაც ძმები ვაზისუბანში ერთ-ერთ კორპუსში მუშაობდნენ. იმ დღეს ხელფასი აიღეს, სამსახურის შემდეგ კი 45 წლის კაცმა ძმას უთხრა, რომ ქალაქში გაისეირნებდა და თბილისს დაათვალიერებდა.
45 წლის ხელოსნის კვალი ამ დღის შემდეგ უკვალოდ გაქრა - ძმა ბესო კუზიბაბაშვილს მთელს ქალაქში ეძებდა, თუმცა ვერ პოულობდა. იცოდა, რომ აქ არც ნათესავები და არც მეგობრები არ ჰყავდა.
უცხო ქალაქში გადადგილებაც კი მისთვის რთული იყო, ამიტომ რეზო კუზიბაბაშვილი იძულებული გახდა, პოლიციისთვის მიემართა და სამგორის პოლიციის სამმართველოში მივიდა.
სამართალდამცავებმა სამძებრო ოპერაცია მალევე დაიწყეს და ხელოსნის გაადვილების მარშრუტიც დაადგინეს - 112-ის კამერებმა ბესო კუზბაბაშივლი ჯერ თავისუფლების მეტროსთან უცნობ პირთან ერთად დააფიქსირეს. საბოლოოდ, კი ვაგზლის ტერიტორიაზე გადაიღეს. კადრებში ჩანს, რომ ის გოგოლის ქუჩაზე დაწესებულებაში მარტო შედის.
ბარიდან უკან გამოსული ბესო კუზიბაბაშვილი აღარავის უნახავს და მალევე ის კუკიას სასაფლაოზე გაურკვეველ ვითარებაში გარდაცვლილი იპოვეს. ძმა დარწმუნებულია, რომ საქმის გაყალბება ამ ბარიდან იწყება - ამ ვერსიას გარდაცვლილის ოჯახს პოლიციის ქმედებებიც უმყარებს. სამართალდამცველებმა კუზიბაბაშვილს არაერთი მოთხოვნის მიუხედავად კამერების ჩანაწერები არ აჩვენეს. არწმუნებდნენ, რომ სათვალთვალო კამერებმა ბარში გარდაცვალების შესვლა გადაიღეს - გამოსვლა კი ცუდი ხილვადობის გამო არ ჩანდა.
მსგავსი სიახლეები
ახმეტელ ექიმს, არჩევნებში მონაწილეობა 5 წლით აეკრძალა, რადგან კარგად გამოჩნდა, რომ საზოგადოებრივი ავტორიტეტია - ნიკა გვარამია
ახმეტელ ექიმს, არჩევნებში მონაწილეობა 5 წლით აეკრძალა, რადგან კარგად გამოჩნდა, რომ საზოგადოებრივი ავტორიტეტია და ისიც გასაგები გახდა, რომ სწორედ ამის გამო გაუჩალიჩეს „დანაშაული“ - წერს გვარამია
იმას თუ გააფორმებს სასამართლო, რაც „ოცნებას“ სურს, სახელმწიფო გამოუსწორებელ ზიანს მიიღებს - ბადრი ჯაფარიძე
საზოგადოების წარმომადგენლებსა და ჩვენს შორის სრული თანხვედრაა იმაზე, რომ პარტიების გაუქმების პროცესი არის თავისუფალი სამყაროს წინააღმდეგ მიმართული - ამბობს ოპოზიციის ლიდერი