თუ ელოდებით, რომ ღარიბაშვილი გამოიძიებს, მაშინ ეგრე გააგრძელეთ - ხუხაშვილი მედიაზე თავდასხმის ფაქტზე
პოლიტოლოგი გია ხუხაშვილი მოუწოდებს ოპოზიციას, მედიაზე თავდასხმის ორგანიზატორებისა და შემსრულებლების დასადგენად პარლამენტში საგამოძიებო კომისია შექმნან.
დილიდან ველოდები ოპოზიციას, როდის მოახდენს საგამოძიებო კომისიის ინიცირებას გუშინდელ მოვლენებზე დამკვეთის, ორგანიზატორის და შემსრულებლის გამოსავლენად.
თუ იმას ელოდებით, რომ ღარიბაშვილი გამოიძიებს, მაშინ ეგრე გააგრძელეთ - წერს ხუხაშვილი სოციალურ ქსელში.
ძალადობრივი და ჰომოფობიური ჯგუფები სასულიერო პირების მონაწილეობით გუშინ ჟურნალისტებს ფიზიკურად სასტიკად გაუსწორდნენ. ნაცემია 50-ზე მეტი ჟურნალისტი, მათ შორის ტვ პირველის ჟურნალისტები და ოპერატორი.