ჩვენ გვყავს საამაყო ქართული სასამართლო - ექსპრემიერი ვეტინგის დანერგვას "უთავმოყვარეობას" უწოდებს
რატომ ეწინააღმდეგებიან მოსამართლეები ვეტიმგის სისტემის დანერგვას, თუკი საკუთარ კეთილსინდისიერებაში დარწმუნებულები არიან? - ყოფილი პრემიერი ამტკიცებს, რომ ქართული მართლმსაჯულება მოწოდების სიმაღლეზეა და ტესტის ჩაბარებას არ საჭიროებს. ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, უთავმოყვარეობაა იქნება, თუკი ქართველ მოსამართლეებს კეთილსინდსიერების ტესტს უცხო ქვეყნის მოქალაქეები გაატარაბენ.
დღეს ქართული მართლმსაჯულება და სასამართლო სისტემა არის დამოუკიდებელი ყოველგვარი უცხოური ჩარევებისგან. მე ხაზგასმით მინდა ვთქვა, რომ დღეს ჩვენ გვყავს საამაყო ქართული სასამართლო. ეს არის ქართული ინსტიტუტი, რომელიც გამართულად მუშაობს, რომელთა აბსოლუტური უმრავლესობა არიან პატრიოტი საქართველოს მოქალაქეები. ჩვენი ხელისუფლება არ დაუშვებს არავის ჩარევას ქართულ მართლმსაჯულებაში. ეს არის დაუშვებელი. ჩვენ გვაქვს პრეტენზია და ამბიცია, რომ ვიყოთ და ვართ დამოუკიდებელი, სუვერენული სახელმწიფო. ამ დროს ჩვენ გვეუბნებიან, რომ თქვენ უნდა მოიწვიოთ უცხოეთის მოქალაქეები... ჯერ ერთი, ვინ დასვა, ვინ შეამოწმა მათი კეთილსინდისიერება? საერთოდ, თავმოყვარეობა არ გვაქვს ჩვენ დამოუკიდებელ ერს, ამხელა ისტორიის ერს, რომ არ მოვიწვიოთ გარედან უცხოეთის მოქალაქეები და მათ არ შეგვიმოწმონ ჩვენი მოსამართლეების კეთილსინდისიერაბა?, - ამბობს ღარიბაშვილი.
მსგავსი სიახლეები
ახმეტელ ექიმს, არჩევნებში მონაწილეობა 5 წლით აეკრძალა, რადგან კარგად გამოჩნდა, რომ საზოგადოებრივი ავტორიტეტია - ნიკა გვარამია
ახმეტელ ექიმს, არჩევნებში მონაწილეობა 5 წლით აეკრძალა, რადგან კარგად გამოჩნდა, რომ საზოგადოებრივი ავტორიტეტია და ისიც გასაგები გახდა, რომ სწორედ ამის გამო გაუჩალიჩეს „დანაშაული“ - წერს გვარამია
იმას თუ გააფორმებს სასამართლო, რაც „ოცნებას“ სურს, სახელმწიფო გამოუსწორებელ ზიანს მიიღებს - ბადრი ჯაფარიძე
საზოგადოების წარმომადგენლებსა და ჩვენს შორის სრული თანხვედრაა იმაზე, რომ პარტიების გაუქმების პროცესი არის თავისუფალი სამყაროს წინააღმდეგ მიმართული - ამბობს ოპოზიციის ლიდერი