კონსპირაციული შეხვედრა აზარაშვილთან - რას ამბობს ღარიბაშვილი?
ექსპრემიერი ამტკიცებს, რომ ჯანდაცვის ყოფილ მინისტრს კონსპირაციულად არ შეხვედრია. ირაკლი ღარიბაშვილი ირწმუნება, რომ ზურაბ აზარაშვილტან მეგობრული შეხვედრა ჰქონდა, თუმცა მას შემდეგ რაც "ტვ პირველის" ავტომობილი დაინახა, იქაორობა დატოვა.
მატყუარა ტელევიზიებმა გაავრცელეს ინფორმაცია, რომ მე თითქოს საიდუმლოდ შევხვდი ჩემს ყოფილ კოლეგას და მინისტრს და ჩემს მეგობარ ზურა აზარაშვილს. საზოგადოებას მინდა ავუხსნა, თორემ მათ არ ველაპარაკები მე. ქართველი ხალხის მძარცველი კახა ოქრიაშვილი იყო იმ ადგილას, მან ჩაიწერა ეს კადრები და მან დაურეკა, იგი არის ინფორმატორი, რომ იცოდეთ. მან გამოიძახა „ტვ პირველის“ მანქანა, რომელიც მე შევნიშნე და წამოვედი. მე დასამალი არაფერი ამქვს, - ამბობს ღარიბაშვილი.
"შაბათის ეთერმა" ყოფილი პრემიერის კონსპირაციული შეხვედრა მიმდინარე წლის 6 მარტს გადაიღო. გადაღებულ კადრებში კარგად ჩანს, რომ საიდუმლო შეხვედრის მთავარი ფიგურანტი, გადაყენებული პრემიერ მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილია, პირი კი, ვინც ღარიბაშვილს თეთრი "პრადოთი" ელოდა, ჯანდაცვის ექსმინისტრი, ზურაბ აზარაშვილი.