საჯარო სამსახურებში დასაქმებულებმა 414 მლნ ლარის პრემია-დანამატები მიიღეს - აუდიტის სამსახურის საგანგაშო დასკვნა
პრემია-დანამატებში დახარჯული კოლოსალური თანხები - საჯარო სამსახურებში დასაქმებულებმა 414 მილიონი ლარის ფულადი ჯილდო მიიღეს. აუდიტის სამსახურმა დათვალა და გაარკვია, რომ ეს უპრეცედენტო შემთხვევა, არასდროს საჯარო სამსახურებში დასაქმებულებისთვის ამ რაოდენობის პრემია- დანამატი არ გაუციათ. დანამატის სახით დარიგებულია 363 მილიონი, პრემიის სახით კი 51 მილიონზე მეტი. ამ ფულს "ქართული ოცნების" პარტიული აქტივი და საჯარო სამსახურში დანიშნული კადრები იღებენ.
ოპოზიცია ამბობს, რომ აღნიშნული თანხების დარიგება წინასაარჩევნო მზადებას უკავშირდება, რათა ხმების მობილიზება მოახდინონ. ენმ-ს წევრი ირაკლი ნადირაძე ამბობს, რომ ხშირ შემთხვევაში, პრემია-დანამატების გადანაწლებაც უსამართლოდ ხდება.
"ქართული ოცნება" ხელოვნურად ბერავს ბიუროკრატიას და ასობით მილიონ ლარს გასცემს პრემია-დანამატებშ, რაც ნიშნავს იმას, რომ ივანიშვილის ხელისუფლებას არ ადარდებს ხალხის პრობლემები. ხალხის გაჭირვება, ხალხის უმუშევრობა. ხშირად ამ პრემია-დადნამტაბების გადანაწილება ხდება აბსოლუტურად უსამართლოდ. მასწავლებლებს, პოლიციელებს, რიგით პოლიციელებს, რიგით ჯარისკაცებს, როგორც წესი, ძალიან მცირედი დანამატი აქვთ ხოლმე თუ აძლევენ ან საერთოდ არ აძლევენ, ხოლო მარალჩინოსნებს, იმ ადამიანებს, რომელთაც აქვთ 5 და 10 ათასი ხელფასები, იღებენ ხოლმე, როგორ წესი, ყველაზე დიდ პრემიებს, - ამბობს ირაკლი ნადირაძე.
აუდიტის სამსახურის დასკვნით ცნობილი ხდება, რომ 2023 წელს საჯარო მოხელეების ანაზღაურებაზე 22%-ით მეტი დაიხარჯა, ვიდრე წინა წელს.
მსგავსი სიახლეები
ახმეტელ ექიმს, არჩევნებში მონაწილეობა 5 წლით აეკრძალა, რადგან კარგად გამოჩნდა, რომ საზოგადოებრივი ავტორიტეტია - ნიკა გვარამია
ახმეტელ ექიმს, არჩევნებში მონაწილეობა 5 წლით აეკრძალა, რადგან კარგად გამოჩნდა, რომ საზოგადოებრივი ავტორიტეტია და ისიც გასაგები გახდა, რომ სწორედ ამის გამო გაუჩალიჩეს „დანაშაული“ - წერს გვარამია
იმას თუ გააფორმებს სასამართლო, რაც „ოცნებას“ სურს, სახელმწიფო გამოუსწორებელ ზიანს მიიღებს - ბადრი ჯაფარიძე
საზოგადოების წარმომადგენლებსა და ჩვენს შორის სრული თანხვედრაა იმაზე, რომ პარტიების გაუქმების პროცესი არის თავისუფალი სამყაროს წინააღმდეგ მიმართული - ამბობს ოპოზიციის ლიდერი