ვისი ფულით მოიწყო არაბული არდადაგები და დაიქირავა თუ არა კერძო თვითმფრინავი? - ღარიბაშვილი კითხვებს თავდასხმით პასუხობს
ირაკლი ღარიბაშვილი ადასტურებს, რომ შავნაბადაზე კონსპირაციულ შეხვედრაზე მყოფი კაცი დიდი შავი ქუდით ნამდვილად ის იყო. ამ განცხადებით "ქართული ოცნების" თავმჯდომარემ უხერხულ მდგომარეობაში ჩააყენა პარტიის ის წევრები, რომლებიც აmტკიცებდნენ, რომ შაბათის ეთერის გასაჯაროებულ კადრებში ასახული შეფუთული მამაკაცი ღარიბაშვილი არ ყოფილა. ექსპრემიერი ამბობს, რომ შეამჩნია როგორ უღებდნენ ჟურნალისტები და საგზაო მოძრაობის წესების დარღვევით ამიტომ დატოვა ტერიტორია.
შაბათის ეთერის გამოძიებების სერიამ, ფაქტია, ირაკლი ღარიბაშვილს საკუთარ თავზე კონტროლი დააკარგინა. ექსპრემიერმა დღეს თავდასხმის ყველა ფორმა გამოიყენა, რომ კითხვებზე არ ეპასუხა. ვისი ფულით მოიწყო ძვირადღირებული არაბული არდადგეგებები და დაიქირავა თუ არა კერძო კომპანიის სპეცთვითმფრინავი დუბაიში გადასაფრენად და შემდეგ უკან დასაბრუნებლად? ამ შეკითხვებზე ღარიბაშვილმა დღეს პასუხი არ გასცა. არადა, ჩნდება კითხვა, თუ დასამალი ყოფილ პრემიერს არაფერი
ვრცლად ნახეთ ლიზა ლასარეიშვილის რეპორტაჟში.
მსგავსი სიახლეები
ახმეტელ ექიმს, არჩევნებში მონაწილეობა 5 წლით აეკრძალა, რადგან კარგად გამოჩნდა, რომ საზოგადოებრივი ავტორიტეტია - ნიკა გვარამია
ახმეტელ ექიმს, არჩევნებში მონაწილეობა 5 წლით აეკრძალა, რადგან კარგად გამოჩნდა, რომ საზოგადოებრივი ავტორიტეტია და ისიც გასაგები გახდა, რომ სწორედ ამის გამო გაუჩალიჩეს „დანაშაული“ - წერს გვარამია
იმას თუ გააფორმებს სასამართლო, რაც „ოცნებას“ სურს, სახელმწიფო გამოუსწორებელ ზიანს მიიღებს - ბადრი ჯაფარიძე
საზოგადოების წარმომადგენლებსა და ჩვენს შორის სრული თანხვედრაა იმაზე, რომ პარტიების გაუქმების პროცესი არის თავისუფალი სამყაროს წინააღმდეგ მიმართული - ამბობს ოპოზიციის ლიდერი