პრემია-დანამატებში დახარჯული 414 მლნ ლარი - რატომ დაარიგეს წინასაარჩევნოდ და ვინ იღებს ამ თანხებს?
პრემია-დანამატებში დახარჯული 414 მილიონი ლარი - უპრეცედენტო მოცულობის ფულადი ჯილდო საჯარო სამსახურებში დასაქმებულებმა მიიღეს. ამ რაოდენობის პრემია-დანამატი არასდროს, არცერთი ხელისუფლების პირობებში არ გაცემულა. ჩნდება კითხვა, რატომ ახლა და ვინ იღებს ამ თანხებს?
ამ ფულს "ქართული ოცნების" პარტიული აქტივი და საჯარო სამსახურში ნეპოტიზმით დანიშნული კადრები იღებენ. ეს ის სეგმენტია, ვისზეც ივანიშვილის პარტია 2024 წლის არჩევნებისთვის იმედებს ამყარებს. სახელმწიფო უწყებებში დასაქმებულებმა, რომლებიც თვეების განმავლობაში გაზრდილ ხელფასთან ერთად პრემია-დანამატებს იღებდნენ, 41 უნდა შემოხაზონ.
ვრცლად ნახეთ გვანცა ჩხიკვაძის რეპორტაჟში.
მსგავსი სიახლეები
ახმეტელ ექიმს, არჩევნებში მონაწილეობა 5 წლით აეკრძალა, რადგან კარგად გამოჩნდა, რომ საზოგადოებრივი ავტორიტეტია - ნიკა გვარამია
ახმეტელ ექიმს, არჩევნებში მონაწილეობა 5 წლით აეკრძალა, რადგან კარგად გამოჩნდა, რომ საზოგადოებრივი ავტორიტეტია და ისიც გასაგები გახდა, რომ სწორედ ამის გამო გაუჩალიჩეს „დანაშაული“ - წერს გვარამია
იმას თუ გააფორმებს სასამართლო, რაც „ოცნებას“ სურს, სახელმწიფო გამოუსწორებელ ზიანს მიიღებს - ბადრი ჯაფარიძე
საზოგადოების წარმომადგენლებსა და ჩვენს შორის სრული თანხვედრაა იმაზე, რომ პარტიების გაუქმების პროცესი არის თავისუფალი სამყაროს წინააღმდეგ მიმართული - ამბობს ოპოზიციის ლიდერი