მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნით შეგროვებული ხელმოწერები დღეს პრეზიდენტს ჩაბარდება
მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნით შეგროვებული ხელმოწერები დღეს საქართველოს პრეზიდენტს ჩაბარდება. ათონელის სასახლეში ორასი ათას ხელმოწერას პირადად სოფო ჯაფარიძე მიიტანს. "ნაციონალური მოძრაობის" წევრები სააკაშვილის ფოტოებით, საქართველოს და ევროკავშირის დროშებით ახლა წალენჯიხიდან თბილისკენ მოემართებიან. ყველა ერთად დღეს სალომე ზურაბიშვილს მოსთხოვს, დაასრულოს მიხეილ სააკაშვილის პოლიტიკური ტყვეობა და გაათავისუფლოს ივანიშვილის პირადი მძევალი.
კოლონა ცოტა ხნით ქუთაისში შეჩერდება, სადაც პერფორმანსია დაგეგმილი.
მსგავსი სიახლეები
ახმეტელ ექიმს, არჩევნებში მონაწილეობა 5 წლით აეკრძალა, რადგან კარგად გამოჩნდა, რომ საზოგადოებრივი ავტორიტეტია - ნიკა გვარამია
ახმეტელ ექიმს, არჩევნებში მონაწილეობა 5 წლით აეკრძალა, რადგან კარგად გამოჩნდა, რომ საზოგადოებრივი ავტორიტეტია და ისიც გასაგები გახდა, რომ სწორედ ამის გამო გაუჩალიჩეს „დანაშაული“ - წერს გვარამია
იმას თუ გააფორმებს სასამართლო, რაც „ოცნებას“ სურს, სახელმწიფო გამოუსწორებელ ზიანს მიიღებს - ბადრი ჯაფარიძე
საზოგადოების წარმომადგენლებსა და ჩვენს შორის სრული თანხვედრაა იმაზე, რომ პარტიების გაუქმების პროცესი არის თავისუფალი სამყაროს წინააღმდეგ მიმართული - ამბობს ოპოზიციის ლიდერი