მოსალოდნელია წყალმოვარდნები, ზვავების ფორმირება - გარემოს ეროვნული სააგენტოს გაფრთხილება
26 მარტიდან 27 მარტის დილამდე საქართველოში მოსალოდნელია წვიმა, დასავლეთ საქართველოში ზოგან ძლიერი, დასავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი, მაღალმთაში ზოგან ძლიერი თოვა და ქარბუქი. ზღვაზე შესაძლებელია 3-4 ბალიანი შტორმული ღელვა. ამის შესახებ ინფორმაციას გარემოს ეროვნული სააგენტო ავრცელებს.
სააგენტო მოსახლეობას აფრთხილებს:
მოსალოდნელმა ნალექებმა საქართველოს მდინარეებზე შესაძლებელია წყლის დონეების მნიშვნელოვანი მატება, დასავლეთ საქართველოს პატარა მდინარეებზე წყალმოვარდნები, გორაკ-ბორცვიან ზონებში მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების ჩასახვა-გააქტიურება, ხოლო მაღალმთიან რეგიონებში ზვავების ფორმირება გამოიწვიოს.
დიდთოვლობის, ქარბუქის, ხილვადობის გაუარესების და ზვავსაშიშროების გამო საავტომობილო გზების ცალკეულ მონაკვეთებზე შესაძლებელია შეიზღუდოს ტრანსპორტის მოძრაობა," - წერია განცხადებაში.
მსგავსი სიახლეები
ახმეტელ ექიმს, არჩევნებში მონაწილეობა 5 წლით აეკრძალა, რადგან კარგად გამოჩნდა, რომ საზოგადოებრივი ავტორიტეტია - ნიკა გვარამია
ახმეტელ ექიმს, არჩევნებში მონაწილეობა 5 წლით აეკრძალა, რადგან კარგად გამოჩნდა, რომ საზოგადოებრივი ავტორიტეტია და ისიც გასაგები გახდა, რომ სწორედ ამის გამო გაუჩალიჩეს „დანაშაული“ - წერს გვარამია
იმას თუ გააფორმებს სასამართლო, რაც „ოცნებას“ სურს, სახელმწიფო გამოუსწორებელ ზიანს მიიღებს - ბადრი ჯაფარიძე
საზოგადოების წარმომადგენლებსა და ჩვენს შორის სრული თანხვედრაა იმაზე, რომ პარტიების გაუქმების პროცესი არის თავისუფალი სამყაროს წინააღმდეგ მიმართული - ამბობს ოპოზიციის ლიდერი