შეყვარებულის დაჭრაში ბრალდებული გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს
შეყვარებულის დაჭრაში ბრალდებული გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს. გადაწყვეტილება საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ მიიღო.
გირაოს ოდენობად 30 ათასი ლარი განისაზღვრა. დაკავებული საპატიმროს გირაოს გადახდის მერე დატოვებს.
"პირველებმა" ფონიჭალაში მომხდარი დანაშაულის ახალი დეტალები გაარკვია. დადგინდა, რომ ეჭვმიტანილთან სახლში შეყვარებული სასაუბროდ ჩავიდა, რის შემდეგაც მათ შორის კონფლიქტი დაიწყო. ირკევა, რომ ხელის არეში დაზინებები ქალსაც აქვს მიყენებული, თუმცა ამ ეტაპზე უცნობია, ეს ჭრილობა მას ახალაგზრდა კაცმა მიაყენა თუ მამაკაცზე თავდასხმისას შემთხვევით დაიჭრა.
სისხლიანი დაპირისპირება შეყვარებულებს შორის ფონიჭალაში ორი დღის წინ მოხდა. დანით დაჭრილი კაცი ამ დრომდე საავადმყოფოშია.
მსგავსი სიახლეები
სახლები აბასთუმანში, რომლის აღდგენა ბიუჯეტს მილიონები დაუჯდა, თავიდან გასაკეთებელია
აბასთუმანში ახლადრეაბილიტირებული შენობის ფასადის ჩამოხსნის გადაწყვეტილება მიიღეს - როგორც "შაბათის ეთერს" უყვებიან, გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღეს, რაც კონკრეტულ მოქალაქეს მისი ფერი არ მოეწონა.