ქალმა ფონიჭალაში შეყვარებული დაჭრა - "პირველებმა" მომხდარის ახალი დეტალები გაარკვია

24.03.24 11:31
ქალმა ფონიჭალაში შეყვარებული დაჭრა  - "პირველებმა" მომხდარის ახალი დეტალები გაარკვია

შეყვარებულის დაჭრაში მხილებული 28 წლის ქალი ბრალის წარდგენას ელოდება. მაკა ალექსანდრია ამ დრომდე დუმილის უფლებას იყენებს. 

"პირველებმა" ფონიჭალაში მომხდარი დანაშაულის ახალი დეტალები გაარკვია. დადგინდა, რომ  ეჭვმიტანილთან სახლში შეყვარებული სასაუბროდ ჩავიდა, რის შემდეგაც მათ შორის კონფლიქტი დაიწყო. ირკევა, რომ ხელის არეში დაზინებები ქალსაც აქვს მიყენებული, თუმცა ამ ეტაპზე უცნობია, ეს ჭრილობა მას ახალაგზრდა კაცმა მიაყენა თუ მამაკაცზე თავდასხმისას შემთხვევით დაიჭრა.

მომხდარზე გამოძიება სხეულის განზრახ მძიმე დაზიანების მუხლით დაიწყო, რაც 6 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.

შეგახსენებთ, რომ შეყვარებულებს შორის სისხლიანი დაპირისპირება ფონიჭალაში გუშინ მოხდა. 28 წლის ქალის მიერ dაჭრილი კაცი ეზოში თავისი ფეხით ჩავიდა, თუმცა ადგილზე დაეცა, რის შემდეგაც ადგილობრივებმა სასწრაფო დახმარება და პოლიცია გამოიძახეს.

მსგავსი სიახლეები