არანაირი კლანი არ არსებობს - მოსამართლეობის კანდიდატი
"არანაირი კლანი არ არსებობს" - მოსამართლეობის კანდიდატი, გოჩა აბუსერიძე, პარლამენტში 4 საათის განმავლობაში ამტკიცებდა, რომ სასამართლო სისტემა სრულიად თავისუფალია გავლენებისგან და მისი დამოუკიდებლობის ხარისხიც წლიდან წლამდე იზრდება. გოჩა აბუსერიძეს იურიდიული კომიტეტის სხდომაზე კითხვები გიორგი გახარიას თანაგუნდელებმა დაუსვეს. მიხეილ დაუშვილი დაინტერესდა, რას უკავშირდება მოსამართლის დამოუკიდებლობის ხარისხის ზრდა, რაზეც აბუსერიძემ უპასუხა, რომ 5-10 წლის წინ ის დამწყები მოსამართლე იყო და შესაძლოა, არასწორ გადაწყვეტილებებსაც იღებდა.
5 და 10 წლის წინ დამწყები მოსამართლე ვიყავი და შესაძლებელია გარკვეული ქარტეხილების გათვალისწინებით, რაღაცას შესაძლებელია, დავეთრგუნე, ან რაღაც ისეთი გადაწყვეტილება მიმეღო, რაც არ უნდა მიმეღო. ინდივიდუალურად გავიზარდე, როგორც მოსამართლე, უფრო მეტი გამოცდილება მაქვს, უფრო მეტი ტაქტიკა მაქვს", - თქვა გოჩა აბუსერიძემ.
იურიდიული კომიტეტის წევრები დღესვე მოსამართლეობის მორიგ კანდიდატს, გიორგი გოგიაშვილს, გაესაუბრებიან.