უსაფრთხო მედიაგარემოს მოთხოვნით ჟურნალისტები აქციას გამართავენ

06.07.21 15:52
უსაფრთხო მედიაგარემოს მოთხოვნით ჟურნალისტები აქციას გამართავენ

უსაფრთხო მედიაგარემოს მოთხოვნით “ჟურნალისტური ეთიკის ქარტია” აქციას გამართავს. აქცია  ხვალ, 7 ივლისს, 12:00 საათზე, მთავრობის კანცელარიასთან გაიმართება.   

მედიის წარმომადგენლების თქმით, სამართალდამცავები არ იცავდნენ მათ უსაფრთხოებას და შორიდან ადევნებენ თვალს მათზე განხორციელებულ ძალადობას. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, სულ დაშავებულია მედიის 53 წარმომადგენელი. მათი ნაწილი მძიმე დაზიანებებით საავადმყოფოში გადაიყვანეს და ამ დრომდე იქ რჩებიან. სამინისტროს ინფორმაციითვე, ფიზიკურ ძალადობასა და მედიის წარმომადგენლების საქმიანობაში უკანონო ხელშეშლის ფაქტზე მხოლოდ 3 პირია დაკავებული” – ნათქვამია “ქარტიის” განცხადებაში.

აქციის მონაწილეების მოთხოვნებია - შინაგან საქმეთა მინისტრმა აიღოს პოლიტიკური პასუხისმგებლობა მედიის წარმომადგენლებზე ძალადობის ფაქტებზე;

დროულად და ეფექტიანად გამოიძიონ 5 ივლისს დაშავებული მედიის წარმომადგენლების საქმე და შესაბამისი პირები მიეცენ პასუხისგებაში.

5 ივლისს, “ღირსების მარშის” წინააღმდეგ გამართულ აქციაზე ძალადობრივი ჯგუფის წევრები მედიის წარმომადგენლებს მიზანმიმართულად თავს დაესხნენ, მიაყენეს ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა, დაუმსხვრიეს ტექნიკა და ხელი შეუშალეს ჟურნალისტურ საქმიანობაში